გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების
განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მონადირეთა ჯგუფი
გამოავლინეს, რომლებსაც მოკლული და გატყავებული ჰყავდათ 3 გარეული
ღორი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 3000 ლარი შეადგინა. საქმე შეიცავს
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი
რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები