შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, ისრაელის
რესპუბლიკის მოქალაქე მ.ც. თბილისში დააკავეს.
უწყების ინფორმაცით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი
ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 104 აბი
ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მ.ც.-ს მარიხუანის და
ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები