შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული
გ.ნ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „გლოკ 19 “-ის მოდელის
არარეგისტრირებული პისტოლეტი, მაყუჩი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები