სამართალი
პირი, რომელმაც გურჯაანში პოლიციელებს ესროლა, ციხეში შიმშილობს
დაახლოებით ათი დღეა, რაც გლდანის #8 პენიტენციალურ დაწესებულებაში პატიმარი ომარ ცისკარაშვილი სასამართლოს ობიექტურობის მოთხოვნით შიმშილობს.
ადვოკატ ნონა ფილაურის ინფორმაციით, ბრალდებულის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშა იმყოფება.

ომარ ცისკარაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ე და მეოთხე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით (ძარცვა), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. ( ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება).

„დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება, იმ მოწმეთა სია გადაგვეცა სასამართლოსა და ბრალდების მხარისთვის , ვისი დაკითხვის აუცილებლობას საჭიროდ ვთვლიდით. ომარ ცისკარაშვილს ჩემამდე სხვა ადვოკატი ჰყავდა. მას არ ჩაუთვალეს რომ დასაკითხ პირთა სია ვადაში მიაწოდა სასამართლოს, რის გამოც მხოლოდ ბრალდების მოწმეები დაკითხეს. სასამართლოზეც გაიჟღერა, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდა პოლიციის მხირდან. ვითომ ამაზე პროკურატურამ ძიება დაიწყო, თუმცა პროცესი დროში გაიწელა. დააკავეს ერთი მოწმეც. ისინი, ვისაც სიმართლე უნდა ეთქვა, პროკურატურამ სიიდან ამოიღო. მოსამართლე არ მოიქცა სამართლიანად, რადგან მათი პირვანდელი ჩვენება გამოაქვეყნა სასამართლოს სხდომების დროს. დაიკითხნენ მხოლოდ ის გამომძიებლები ,რომლებმაც მოწმეები დაკითხეს. გამომძიებლებმა თქვეს, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ განხორციელებულა. ვფიქრობ, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა და უმსგავსობა.“


ნონა ფილაურის თქმითვე, ბრალდებული ომარ ცისკარაშვილი მიიჩნევს, რომ ის მიზანმიმართულად დააკავეს, რის გამოც, რამდენიმე დღის წინ, სამართლიანობის მოთხოვნით, მშრალი შიმშილობა დაიწყო.

„ბრალდებული დარწმუნებულია, რომ სამართლიანი ბრძოლით ვერაფერს მივაღწევთ. ომარი ობიექტურ სასამართლოს ითხოვს. მან უარი თქვა, მისი უფლებების დაცვა განვახორციელო, ის აცხადებს რომ ადვოკატის ყოლის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგანაც სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ომარი მიიჩნევს, რომ სასამართლო ისეა, როგორც პროკურორი პროცესზე. უკვე ათი დღეა შიმშილობს, წყალსაც არ სვამს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო მისული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკმაოდ დასუსტებულია და ვერ შეძლო ვერც ჩემი და ვერც მისი ნახვა. ჯანმრთელობის გამო ორ პროცესზე ვერ გამოცხადდა. ის აპირებს შიმშილობა გააგრძელოს მანამ, სანამ ამას შეძლებს. იქ, სადაც ადამიანი უფლებების დაცვას სამართლებრივად ვერ ახერხებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ციხის ადმინისტრაციას ომარის შიმშილობის შესახებ ცხადია, ინფორმაცია აქვს და ბრალდებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა.“

Speqtri.ge პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. არგუმენტად ის გარემოება დაასახელეს, რომ საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ომარ ცისკარაშვილმა 2016 წლის 11 მაისს, გურჯაანში,  ღამით, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა. პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.



ამავე თემაზე :

გურჯაანის პროკურატურა პოლიციელების მიერ მოწმის შესაძლო ცემის ფაქტს იძიებს

კახეთში სასამართლო და პროკურატურა ხელში პოლიციას უჭირავს - ნონა ფილაური

გურჯაანის სასამართლომ 19 წლის მოწმე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული მოწმე გაათავისუფლა

გურჯაანის სასამართლომ მოწმეს პატიმრობა შეუფარდა

პოლიციელების მიერ მოწმის შესაძლო ცემის ფაქტს გურჯაანის პროკურატურა სწავლობს
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27.03.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21.02.2024
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული
ახალი პენიტენციური კოდექსი მიიღო.
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსი მიიღო.
13:45 / 19.12.2023
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ
განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე
ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
11:27 / 07.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.