შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
წარსულში ნასამართლევი ორი პირი ყალბი ვალუტის
შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, 1965 წელს დაბადებულმა გ. კ.-მ და 1977
წელს დაბადებულმა ვ.ა.-მ წინასწარი შეთანხმებით, გასაღების
მიზნით შეიძინეს ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რომელიც მიმდინარე წლის
8 მაისს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ერთ-ერთ სავალუტო
ჯიხურში გაასაღეს. აღნიშნული ქმედებით, ჯიხურის მოლარე-ოპერატორმა
1305 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიიღო.
სამართალდამცველებმა, ვ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი და
4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია
ბრალდებულების მიერ გასაღებული ყალბი კუპიურა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის
შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე
მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის
მე-2 ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები