პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის
ფაქტზე მოქალაქე დ.ტ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
უწყების ინფორმციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს,
ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე
ტერიტორიაზე, დ.ტ.-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო
ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემა დაბმული
ძაღლი, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებული დ.ტ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების
შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა და 3000 ლარის ოდენობით გირაოს
შეფარდებას მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები