სამართალი
გურჯაანში კაზინოს დაცვამ ახალგაზრდები სცემა - ერთი მათგანი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება
მეშვიდე დღეა, გურჯაანში მდებარე კაზინოს დაცვის თანაშრომლის მიერ ნაცემი 28 წლის ვასილ მაისურაძე ჟვანიას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ამის შესახებ speqtri.ge-ს დედამისმა მაია მაისურაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ნაცემია კიდევ ორი ახლაგაზრდა - 34 წლის თემურ თათელიშვილი და 30 წლის სპარტაკ სალთხუციშვილი

-„ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ტვინის ოპერაცია გაუკეთდა. აპარატზეა შეერთებული და ხელოვნურ სუნთქვაზეა. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი შესულა კაზინოში, ტაქსის მძღოლს ეძებდა თურმე. დაცვის თამშრომელს უთქვამს, ისე შემოსვლა არ შეიძლება, უნდა ითამაშოო. ჩემს შვილს უპასუხია, კარგი, ვითამაშებო. არ ვიცი თამაში აღარ დაუწყია თუ დაუწყია და თავი დაუნებებია. დაცვას ხელი წაუვლია და უთქვამს, დატოვე აქაურობაო. დავარდნილა და რომ წამომდგარა, უთქვამს, ამას არ გაპატიებთ, ხვალ თქვენ უფროსს დაველაპარაკებიო. გარეთ გამოსულა, საპირისპირო მხარეს გადასულა, იქ დიდი ჩხუბი ატეხილა, ვასიკოს მეგობრებიც იქვე იყვნენ. ახლა მეორე თანაშრომელი მიეპარა ზურგიდან და „დუბინკა“ დაარტყა. დავარდნილა და კიდევ ჩაურტყამს. თუ ჩემი შვილი რამეში ტყუოდა, დაეჭირათ, პოლიცია ხომ მივიდა. როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, დაცვის თანამშრომლებს ვიღაც ჰყავს ისეთი, ვინც მფარველობთ. პოლიციამაც ამ საქმეს ყურადღება ამიტომ არ მიაქცია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია შესაძლო დამნაშავე ერთი პირი. სხვა პირების გამოვლენის და დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლის არის აღძრული.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან
ივლისამდე პერიოდში გამოძიება ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე დაიწყო,
ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გამოძიება ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე დაიწყო, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ.
13:09 / 10.07.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამი
პირი
პასუხისგებაში მისცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამი პირი
პასუხისგებაში მისცა.
12:02 / 07.07.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი
ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური
მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
17:48 / 06.07.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის
სახით დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
10:37 / 05.07.2018
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ  ყარაჯალასთან ერთმანეთს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ  ყარაჯალასთან ერთმანეთს "ოპელისა" და "ტოიტას"მარკის ავტომანქანები შეეჯახა.   შემთხვევის შედეგად  ადგილზე გარდაიცვალა "ოპელის" მძღოლი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი.
14:48 / 04.07.2018
სხვა ამბები
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პანკისის ხეობაში ადგილობრივებს რაგბის ბურთები, ფორმები და ინვენტარი ჩაუტანეს.
12:38 / 09-07-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესიის გამოცდაზე, აბიტურიენტების 4%–ზე მეტი არ გამოცხადდა.
12:02 / 02-07-2018
გურჯაანის პირველ საბავშვო ბაგა-ბაღში ორი ივლისიდან ფუნქციონირებას ე.წ საზაფხულო ჯგუფები დაიწყებს.
10:57 / 27-06-2018
თუ ბინის ქირაობა გადაწყვიტეთ და არ გაქვთ საკმარისი დრო და რესურსი DGIURAD.GE დაგეხმარებათ გაიმარტივოთ ძიების პროცესი და რამდენიმე წუთში შეარჩიოთ სასურველი სახლი.
15:35 / 26-06-2018
როცა ფული გჭირდებათ, პირველ რიგში ეძებთ შესაძლო მსესხებელ კომპანიებსა თუ ახლობლებს, რომელთაგანაც ისესხებთ საჭირო თანხას. კარგავთ უამრავ დროს იმის ფიქრში თუ ვისგან ან როგორ ისესხოთ თანხა და შემდეგ როგორ დააბრუნებთ ნასესხებ ფულს.
11:00 / 26-06-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.