სამართალი
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ შემთხვევაში, ბრალდებულების ტრანსპორტიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ხოლო მესამე შემთხვევაში, სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს. სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური შემოსავლების სამსახურთან ერთად აქტიურად ახორციელებს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთას. სავაჭრო ობიექტებში პერმანენტულად ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. მიმდინარე წელს, 1 იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით, საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 172 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციული წესით ამოღებულია 14 000-ზე მეტი კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამავე პერიოდში,საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 31 საქმეზე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა 46 051 კოლოფს შეადგენს. სისხლის სამართლებრივი დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე
ტანრივერდი კ. და რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა. დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ტანრივერდი კ. და რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა. დააკავეს.
16:53 / 19.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9
ე.წ. „თურქულ ბარსა“ და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე
საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9 ე.წ. „თურქულ ბარსა“ და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს.
15:46 / 19.05.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი
ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
13:50 / 18.05.2018
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის
მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.მ.
დამნაშავედ სცნო  სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის
მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ სცნო  სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
15:33 / 14.05.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი
ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი
დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
12:38 / 11.05.2018
სხვა ამბები
რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ორთაბრძოლაში, გურჯაანელმა სპორტსმენებმა სამი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
13:06 / 16-05-2018
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, რომლის მიხედვითაც, სოფლის სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება.
12:49 / 14-05-2018
23-24-25 მაისს,  სიღნაღის თეატრში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის კვირეულის ფარგლებში, "საბავშვო თეატრალური ფესტივალი ქიზიყი-2018“ გაიმართება.
11:50 / 14-05-2018
გურჯაანის მინი სტადიონზე სასკოლო სპარტაკიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
14:13 / 12-05-2018
2018-2019 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში გაკევთილების ხანგრძლივობა კლასების მიხედვით სხვადასხვა იქნება.
13:10 / 12-05-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2018 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.