სამართალი

კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 106 მოქალაქე დააჯარიმა
13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის
დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი
ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 106 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში
3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის
დაუცველობის გამო კი, სულ 63 მოქალაქე.
ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 2 იურიდიული და 6 ფიზიკური პირი.
ასევევ გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის სულ 199 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

მასალის გამოყენების პირობები