გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
პირველი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო
მოპოვებისა და ტრანსპორტირების 205 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 9
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 40
ფაქტი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს
სამოქმედო ტერიტორიაზე; კახეთში დაფიქსირდა 37 სამართალდარღვევა,
სამცხე-ჯავახეთში - 33, იმერეთში - 29, ქვემო ქართლში - 24, შიდა
ქართლში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 16, აჭარაში - 3, გურიაში კი, 2
სამართალდარღვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით,
თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი
გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბურ მეტრამდე
ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 42 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები