სამართალი

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო რიგ ბრალდებებში, რის გამოც
მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა და 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა
დააკისრა.
ტელეკომპანია რუსთავის 2 -თან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვალი, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, გამართლებულად ცნო.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალდება ჯერ კიდევ 2019 წლის 9 აგვისტოს წარედგინა.
„მთავარი არხის“ დირექტორს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაედო.

მასალის გამოყენების პირობები