პოლიციამ კახეთში, 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავა [Video]
10:02 / 10.10.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგარეჯოს
მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის
კაცი დააკავეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დანაშაული 20 წლამდე ან
უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის
უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს.
დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს
ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად
სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ
დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად
ამოიღო,“ - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც
არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის
განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას
გულისხმობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ასევე, ა.შ.-ს
მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე,ქვემო
ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით.
აქვე შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა დაახლოებით
3 თვის წინ მოიტაცეს და ამ ხნის განმავლობაში, ის
გამუდმებით ცდილობდა გაქცევას.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები