სამართალი
"წაქცეულსაც ჩამარტყა“- ყვარლის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის ჩვენება


გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პოლიციელის ცემაში ბრალდებული, 19 წლის გიორგი მოლაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სხდომაზე პირველ მოწმედ ყვარლის რაიონული სამმართველოს დაზარალებულად ცნობილი უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ვახტანგ. მ დაიკითხა.

მისი განმარტებით, 2016 წლის 3 თებერვალს, ყვარლის რაიონულ სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გიორგი მოლაშვილი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. პატაკის საფუძველზე, ის და ამავე სამმართველოს თანამშრომელი მიხეილ.ტ. ყვარელში ე.წ. „ბოგირის“ ტერიტორიაზე გავიდნენ და მოლაშვილი ჯერ ყვარლის პოლიციაში, ხოლო შემდეგ თელავის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი მტკიცებით, მოლაშვილს მარიხუანას ზემოქმედება დაუდასტურდა, თუმცა ამას უარყოფდა. ამიტომ ბიოლოგიური მასალა თბილისში ექსპერტიზაზე გადაიგზავნა, ხოლო ბრალდებული ყვარლის რაიონულ სამმართველოში განცხადების დასაწერად წაიყვანეს. პოლიციელის თქმითვე, ამ დროს, ოთახში მხოლოდ გიორგი მოლაშვილი, ვახტანგ.მ და სხვა სამი მოქალაქე იმყოფებოდა.

-„მას ავუხსენი, როგორ უნდა დაეწერა განცხადება. უკვე ასრულებდა წერას, როდესაც აგრესიულად მითხრა, პოლიციაში როდემდე უნდა მატაროთო. თავს დამესხა, დოკუმენტები დახია და დამარტყა, მაგიდას დავეჯახეთ, მეტლახზე ფეხი დამიცურდა და წავიქეცი, წაქცეულსაც ჩამარტყა. იგინებოდა სანამ ბორკილებს დაადებდნენ და მერეც. დაზიანდა კომპიუტერიც, დამიხია სამსახურის ფორმა. უკვე წაქცეული ვიყავი, როდესაც საშველად ჩემს თანამშრომლებს მოვუხმე. დალურჯება მქონდა სახეზე, კისერთან და ხელზე. მე მისთვის არ დამირტყავს, შეიძლება დაზიანებები დაკავების მომენტში მიიღო. “-
აღნიშნა ვახტანგ.მ-მ პროცესზე.

ბრალდებულის ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაპირველად გიორგი მოლაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არასწორად შეეფარდა. ამიტომ , მან დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდებული 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ. შუამდგომლობა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ არ დააკმაყოფილა და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მორიგი სასამართლო სხდომა 18 ივლისს, 13:30 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის გიორგი მოლაშვილი სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ყვარელში დააკავეს. მას ბრალი 353- ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი მოლაშვილი კი აცხადებს, რომ სამართალდამცველები ყვარლის რაიონულ სამმართველოში მას ფიზიკურად თავადვე გაუსწორდნენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27.03.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21.02.2024
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული
ახალი პენიტენციური კოდექსი მიიღო.
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსი მიიღო.
13:45 / 19.12.2023
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ
განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე
ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
11:27 / 07.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 17 °C
img
საგარეჯო 9 / 21 °C
img
დ.წყარო 6 / 16 °C
img
სიღნაღი 8 / 18 °C
img
ლაგოდეხი 8 / 13 °C
img
ყვარელი 8 / 17 °C
img
თელავი 9 / 22 °C
img
ახმეტა 8 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.