საზოგადოება
შეუძლია თუ არა ონლაინ სესხის კომპანიას თქვენი ნივთების წაღება
რამდენი ადამიანია საქართველოში ონლაინ სესხების მომხმარებელი, ამის შესახებ ინფორმაცია არც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და არც ეროვნულ ბანკს აქვს. აღნიშნულ მონაცემებს არც თავად კომპანიები ასაჯაროებენ. ფეისბუქზე შექმნილ გვერდს "არა ონლაინ სესხებს" 12 439 გამომწერი ჰყავს. თვალს თუ გადავავლებთ ამ გვერდზე დაწერილ კომენტარებსა და სტატუსებს, ცხადი ხდება, რომ ამ სერვისებით საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს.

პაატა შაბურიშვილი-უკაცრავად, თუ ვინმე ერკვევა გამომეხმაუროს, 10 ონლაინ სესხი მაქვს მაქსიმალური თანხები მაქვს აღებული, მთლიანობაში 7 000-ლარამდეა, ცალკე 10, 000 ლარამდე ბანკის ვალი მაქვს, ეხლა უკვე ვეღარ გადავიხდი. ვმუშაობ და მაინტერესებს ეს ონლაინ სესხები ხელფასიდან მთლიანად მომიჭრიან ფულს? ზოგი რას მეუბნება, ზოგი - რას, ხო არ აჯობებს სამსახურიდან წამოვიდე, მაგათთვის ხო არ ვიმუშავებ, ქონება არაფერია ჩემს სახელზე.

ხატია ლობჟანიძე
-მე პირადად 6 თვეში 300 ლარიდან 4000 ლარზე ავედი და ვერანაირად ვერ გადავიხდი ამდენს. მოვიდნენ და რაც უნდათ ის წაიღონ, ჩემს სახელზე არაფერი არ არის...

ანო ანუკი
-ვსარგებლობ ონლაინ სესხით. პატარა ბავშვის პატრონი ვარ, ძალიან დამჭირდა და ავიღე, გადაცილება მქონდა, მეუღლის ხელფასით ხან გადავადება გავაკეთე, ხან გრაფიკი გამიკეთეს, გადავიხადე. რაც ავიღე, ორი იმდენი დავაბრუნე უკვე. ახლა კი თავი დავანებე, აღარ ვიხდი. ჩემს გამო არ უზარალია მაგ კომპანიებს. მიუხედავად ამისა რეკავენ ოჯახის წევრებთან, გაურკვეველია საიდან გაიგეს მათი ნომრები და სახლიდან ტექნიკის გატანით იმუქრებიან. პლიუს ამას მომდის პრობლემური აქტივების ბიუროდან წერილები, სადაც წერია, რომ ნებისმიერი გზით, ჩემგან ან ოჯახის წევრებისგან, ან ახლობლებისგან ამოიღებენ თანხას, რომელიც უკვე რეალურად ერთი ორადაა ამოღებული. კიდევ ერთხელ მომივა ესეთი სახის წერილი და აქეთ ვუჩივლებ სასამართლოში.

ჯგუფის "არა ონლაინ სესხებს" გვერდზე მსგავსი შინაარსის უამრავი კომენტარია.

საკითხის გარკვევას არასამთავრობო ორგანზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარესთან გიორგი კეპულაძესთან შევეცადეთ. მისი თქმით, ამ ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მაღალია.

"მომხმარებლებმა წინასწარ იცის, რა თანხის გადახდა მოუწევს. ზოგადად, მაღალი რიკის სესხებს მაღალი საპროცენტო განაკვეთები ახასიათებს. საქართველოში მცირე სესხებზე დიდი მოთხოვნაა. ამან განაპირობა ის, რომ ონლაინ სესხით უამრავი ადამიანი სარგებლობს. ისინი არ აქცევენ ყურადღებას საპროცენტო განაკვეთებს, შემდეგ კი თანხის დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს კომპანიები არ რეგულირდებიან არავის მიერ. სესხებს ისეთ გადახდის უუნარო მომხმარებელზეც კი გასცემენ, რომელზეც კრედიტინფოში ნეგატიური ჩანაწერი არსებობს, ანუ ე.წ. "შავი სია". სისტემა აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიაც პრობლემის წინაშე დადგება და მომხმარებელიც."
რაც შეეხება აღსრულების პროცესს, როგორც გიორგი კეპულაძე ამბობეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უწერია მსესხებელს ხელშეკრულებაში.

"სახლში მისვლის და ნივთების წაღების უფლება ასე პირდაპირ არავის აქვს. როგორც წესი, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება. ხშირ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებიც თანხის ამოღებაზე მუშაობენ, ემუქრებიან მომხმარებლებს, აშინებენ, მიმართავენ სხვადახვა მეთოდს და ასე ცდილობენ ამოიღონ თანხა. თუმცა, ეს არის მუქარა და არავინ აპირებს სახლში მივიდეს და მისი ოჯახის კუთვნილი ნივთი წაიღოს. მით უმეტეს, როდესაც ქონება მსესხებელზე არ არის რეგისტრირებული."

გიორგი კეპულაძის თქმითვე, სესხის რესტრუქტურიზაციაზე და გადანაწილებაზე ასეთი კომპანიები ძალიან რთულად თანხმდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე მოქალაქეებს ურჩევს, სესხის აღებამდე, კარგად გაეცნონ პირობებს. თუ მათ ეჭვი ეპარებათ, რომ ერთი თვის ვადაში ვერ შეძლებენ ძირი თანხისა და პროცენტის დაფარვას, კრედიტის აღებისგან თავი შეიკავონ.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 16 °C
img
საგარეჯო 9 / 21 °C
img
დ.წყარო 7 / 16 °C
img
სიღნაღი 11 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 14 °C
img
ყვარელი 10 / 16 °C
img
თელავი 10 / 22 °C
img
ახმეტა 9 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.