საზოგადოება
ქალები იორმუღანლოს თემიდან ...
65 წლის მალაქსა აივაზოვა იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამაში ცხოვრობს. ოჯახი 17 წლის ასაკში სიყვარულის გარეშე, მშობლების ძალდატანებით შექმნა. იმ დროს მისი მეუღლე 27 წლის იყო. ერთად რამდენიმე წელი გაატარეს, 33 წლის ასაკში დაქვრივდა და შვილების გაზრდის ტვირთიც თავად იკისრა.

გოგონების ნაადრევ ასაკში გათხოვება არ მოსწონს. ამბობს, რომ ჯერ უნდა ისწავლონ, შემდეგ კი ოჯახი სიყვარულით შექმნან.
მალაქსა აივაზოვა იორმუღანლოს თემში მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე დამლაგებლად მუშაობს. ყოველ დილით ადრიანად დგება, ოჯახსა თუ სამსახურში საქმე ბევრია.

იორმუღანლოს თემში კაცისა და ქალის მოვალეობები მკვეთრადაა გამიჯნული. ქალებს წყლის ზიდვა 20 ლიტრიანი თუნგითა თუ ბალონებით ყოველდღიურად უწევთ. ეს საქმიანობა კაცისთვის დიდ სირცხვილად ითვლება, ისევე როგორც ქალმა შეშა დაჭრას. მიუღებელია, რომ კაცი მეუღლეს სამზარეულოში დაეხმაროს. ქალს სამსახურიც მხოლოდ მათ თემში უნდა ჰქონდეს, სხვაგან მუშაობა არ შეიძლება, რადგან შესაძლოა რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა დასჭირდეს, უცხო კაცის მანქანაში ჩაჯდომა კი მიუღებელია.
რატომაა აუცილებელი ამ წესების დაცვა, არ იციან, ამბობენ, რომ ტრადიციულად ასეა.

მალაქსა აივაზოვას ქორწინებიდან უკვე 48 წელი გავიდა. იორმუღანლოს თემში კი იძულებითი თუ ნაადრევი ქორწინების კუთხით, ძირეულად არაფერი შეცვლილა.

დუზაგრამის საჯარო სკოლაში 320 მოსწავლეა. გასულ წელს ორმა მეცხრეკლასელმა გოგონამ სწავლა ქორწინების გამო შეწყვიტა. დირექტორის კიას აბუზაროვის თქმით, მათ თემში ოჯახის შექმნის გამო სწავლის შეწყვეტის შემთხვევები შედარებით შემცირდა. აღნიშნულის მიზეზად ის 2015 წელს სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარებულ ტრენინგებსა და იმ კანონის გამკაცრებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირი 7-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

„ადრე მშობლებს შიში ჰქონდათ, მათი გოგონა არ მოეტაცათ. ეხლა, რაც ეს კანონი გამკაცრდა, უკვე ბიჭებს ეშინიათ და გოგო ცოლად ძალით აღარ მიჰყავთ. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა ტრენინგი ადრეულ ქორწინებაზე, ბავშვებს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ეს კანონით აკრძალულია. კარგი იქნება, თუ ასეთ საკითხებზე ტრენინგები კიდევ ჩატარდება, ბავშვები სახლშიც მიიტანენ ამბავს და ჩვენთან უფრო უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა.“

იორმუღანლოს თემში ტრენინგები გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "ვეჟინმა" ჩაატარა. აღმასრულებელი დირექტორი ლაურა ხარიტონაშვილი ამ თემში გენდერული ნიშნით არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

„არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მათი თქმით, მშობლებს უნდათ შვილი "პატრონს" დროულად ჩააბარონ, ეშინიათ ვინმემ არ მოიტაცოს. ვაჟები იმიტომ ქორწინდებიან ნაადრევად, რომ მათი შეყვარებული ძალის გამოყენებით სხვამ არ წაიყვანოს ცოლად. არის შემთხვევები, როდესაც მეცხრეკლასელი გოგონები უკვე დანიშნულები არიან და თავის ბედს ელოდებიან. ნაადრევი ქორწინება გოგონას სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, ისინი ვეღარ აგრძელებენ სწავლას და მხოლოდ დიასახლისებად რჩებიან. შეხვედრები ჩავატარეთ არა მარტო მოსწავლეებთან, არამედ მშობლებთანაც. გვქონდა ასეთი მეთოდი - „დიალოგი ფინჯან ჩაისთან“. მშობლებს გავაცანით ის სირთულეები და უარყოფითი შედეგები, რაც ადრეულ ქორწინებას უკავშირდება. ერთი ასეთი ტრენინგი საქმეს ვერ უშველის, ამას სჭირდება უწყვეტი ინფორმირებულობა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ადრეული მშობიარობა ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე,“ - აღნიშნა მან და იქვე დასძინა:

„გამოიკვეთა ის, რომ შესაცვლელია ქალთა მენტალიტეტიც. ისინი შეგუებულები არიან თავიანთ მდგომარეობას. ქალებს, რომლებიც არ მუშაობენ, არ აქვთ ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალება - ტელეფონი. ამ თემში მოხდა ხანუმ ჯეირანოვას ტრაგედია, რომელიც მთელმა საქართველომ გაიგო. ( 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ 2015 წლის 17 სექტემბერს თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე 2 დღით ადრე ორი შვილის დედა მეუღლის ნათესავებმა ქუჩაში დაიჭირეს, ქმრის ღალატი დასწამეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელ ლამბალოში ჩამოატარეს.
თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ქალს აგინებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.) ეს მიუთითებს თემის დამოკიდებულებას ქალებისადმი. რამდენიმე წელია აქ ვახორციელებდით პროგრამას და მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ცოტა პროგრესი გვქონდა. ადრე ჩვენ ვერ ვახერხებდით ქალების გაყვანას სხვა ან თუნდაც მათსავე მუნიციპალიტეტში. ტრადიცია და სტერეოტიპები არ აძლევთ უფლებას სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთონ. მიღწევად ვთვლით იმას, რომ 2015 წელს სიღნაღში მეუღლეებთან ერთად ჩავუტარეთ ტრენინგი და მათ ერთი დღე-ღამე გაატარეს ჩვენთან.“


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის უნდა მომხდარიყო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. აღნიშნული ვალდებულება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ ევალებოდა. როგორც ჩვენთან საუბარში ფონდის პრესსპიკერი ქეთევან ბეროშვილი ამბობს, საინფორმაციო კამპანია კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. იორმუღანლოს თემში კი მსგავს აქტივობას მიმდინარე წელს განახორციელებენ.

„ოჯახური ძალადობისა და ტრეფიკინგის საკითხებზე მოსახლეობას ბროშურებს ვურიგებთ და ვაწვდით ინფორმაციას საკონსულტაციო ცხელი ხაზის შესახებ. ჩვენი ცხელი ხაზი 24-საათიანია და საჭიროების შემთხვევაში მოვუწოდებთ ადამიანებს, ნუ მოერიდებათ, ნუ შეეშინდებათ, დაგვირეკონ, ანონიმურობა დაცულია. მათ შეუძლიათ დარეკონ 116 06-ზე და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, დახმარებას კვალიფიციური იურისტები გაუწევენ. მსგავსი შეხვედრები ჩატარდა თელავში, ქვემო ხოდაშენში, ახმეტაში, პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოსთან. დაგეგმილია კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ათვისებაც. იორმუღანლოს თემში არ განგვიხორციელებია მსგავსი ტიპის აქტივობა, მაგრამ ვგეგმავთ მიმდინარე წელს. სადაც ვიყავით, იქ ენის ბარიერი არ ყოფილა, თუმცა სამომავლოდ გავითვალისწინეთ ეს საკითხიც და ბროშურები დავბეჭდეთ ხუთ ენაზე. გვინდა, მოსახლეობამ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე მიიღოს.
რაც შეეხება ნაადრევ ქორწინებას, ეს უშუალოდ ჩვენი თემა არ არის. მაგრამ როდესაც ოჯახში ძალადობის კუთხით საინფორმაციო შეხვედრები ტარდება, მეტ-ნაკლებად იძულებით ნაადრევ ქორწინებასაც ვეხებით. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა უფლებები გააჩნიათ, შემდეგ კი რა სიტუაციაშიც დასჭირდებათ, ცოდნას ისე გამოიყენებენ.“


საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მანანა ცუცქირიძის ინფორმაციით, აზერბაიჯანულ თემში 2014-2015 სასწავლო წელს სწავლა 90-მდე არასრულწლოვანმა შეწყვიტა, მიმდინარე წელს კი მათი რიცხვი 40-ს შეადგენს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტეს, ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე მოიცავს ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება ადრეული ქორწინებისა და ძალადობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებს.

მათივე ცნობით, ასოცირების ხელშეკრულების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სხვა უწყებებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადებაში. ცვლილებები 17 საკანონმდებლო აქტში მომზადდა, მათ შორის ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში.

„ბავშვზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის მიმართ სწორი და დროული რეაგირების მიზნით, სკოლებში დაინიშნა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებზე პასუხისმგებელი პირები -საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, მანდატურის არარსებობის შემთხვევაში - სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე. დღეისათვის უკვე გადამზადებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მანდატური და საჯარო სკოლების 569 წარმომადგენელი (სკოლის დირექტორი/მოადგილე)“

სამინისტროს ინფორმაციითვე, 150-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტი უკვე ფუნქციონირებს, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი ეტაპობრივად მოეწყობა. კაბინეტების არსებობის ერთ-ერთ სპეციფიურ მიზანს მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფორმირება წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის საკითხების (მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ადრეული ქორწინების რისკების ) კუთხით,

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს "მშობელთა განათლებისა და ჩართულობის ქვეპროგრამას“, რომლის ფარგლებში, ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით, სისტემატურად ტარდება გასვლითი ღონისძიებები საქართველოს ისეთ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით ხშირად ფიქსირდება ადრეული ქორწინების ფაქტები. საჯარო სკოლებში მშობლებისთვის ტარდება შეხვედრები/საჯარო ლექციები, სადაც განიხილება ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული რისკები. შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგი, ადგილობრივი სამართალდამცავი, ადგილობრივი სოც.მუშაკი. უკვე ჩატარდა ათი საჯარო შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში (კაბალი, ყარაჯალა, უზუნთალა, განჯალა). ასევე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სოფლების სკოლებში (ნახიდური, ქვემო ბოლნისი, თაქალო,მუღანლო, ქესალო). “

მსგავსი აქტივობა იორმუღანლოს თემში არ განხორციელებულა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, 2016 წელს გასვლითი ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ გაგრძელდება, მათ შორის აღნიშნულ თემშიც.

სტატიის აზერბაიჯანული ვერსია



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.