საზოგადოება
"არასდროს ვიხსენიებ რომ ლექსო იყო, ლექსო არის და იქნება" - აგვისტოს ომის გმირი ვაჩნაძიანიდან
აგვისტოს ომი ბევრი გმირის ისტორიას ინახავს. ერთ-ერთი მათგანი ვაჩნაძიანელი ალექსი ნატროშვილია, რომელიც პირველივე დღიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლოს სადარაჯოზე იდგა.


საოცრად ნიჭიერი და ზრდილობიანი იყო. მშვიდი და გაწონასწორებული. ბავშვობიდან სხვებზე ზრუნავდა. ჯერ კიდევ მეათე კლასში ექიმობაზე ოცნებობდა, რათა გაჭირვებულ ადამიანებს უანგაროდ დახმარებოდა. სკოლის დამთავრების პირველ წელს სამედიცინოზე ვერ ჩაირიცხა, ამიტომ იმავე ზაფხულს თელავის უნივრსიტეტში ისტორია-სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. სერჟანტის წოდება ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა. 2001 წელს სამხედრო აკადემიაში განაგრძო სწავლა, რომლის დამთავრების შემდეგ ოფიცერი გახდა და თელავის კომანდოს ბატალიონში ოცმეთაურად დაიწყო სამსახური.

ალექსანდრე ნატროშვილი 1978 წლის 10 ნოემბერს რუსთავში დაიბადა. მეექვსე კლასამდე XXI საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში გადავიდა და სკოლაც იქ დაამთავრა.

სამშობლოს სიყვარული ოჯახის წევრებმა ასწავლეს. განსაკუთრებით უყვარდა საქართველოს ისტორია და მხატვრულ ლიტერატურასაც ბევრს კითხულობდა.
„საოცარი შეგრძნება იყო ლექსოს დაბადება, განსაკუთრებული ბავშვი იყო. მამაჩემი და ჩემი მამამთილი სამამულო ომის მონაწილეები იყვნენ. დაჯდებოდა მათთან, თვალებში შესციცინებდა და საქართველოს შესახებ საათობით საუბრობდნენ. ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ბატალიონში ოფიცრად მსახურობდა, ომშიც იქიდან წავიდა. სამხედრო საქმე ძალიან კარგად იცოდა და უყვარდა კიდეც. ოთხი ასეული გაამზადა ერაყისთვის, თვითონ კი სექტემბერში აპირებდა წასვლას. ლექსოს ასეული 2004 წელს სამშვიდობო მისიით იყო ნიქოზში, სადაც ექვსი ჯარისკაცი მოუკლეს. ამბობდა, ის ბიჭები შვილებივით გავზარდე და მათ სისხლს არავის ვაპატიებო. ყველაფერს მისი მეგობრებისგან ვიგებდი, თვითონ არაფერს მიყვებოდა, მიფრთხილდებოდა. როგორც მითხრეს, ბრძოლაში ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩაება, მისმა ბატალიონმა 11 სოფელი აიღო,“- გვიყვება ალექსანდრე ნატროშვილის დედა ნათელა ლამაზოშვილი.

ლექსო დაოჯახებული არ ყოფილა, თუმცა, მის ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, რომელზე დაქორწინებასაც აპირებდა.
„30 წლის უნდა გამხდარიყო. სულ ვედავებოდი, ოჯახი შექმენი, დანიშვნა გიგვიანდება-მეთქი. მე არ ვიცოდი, შემდეგ გავიგე, მეგობრისთვის უთქვამს, რუსთაველი გოგო მომწონს და ერაყიდან ჩამოსვლის შემდეგ დავქორწინდებიო. “
ოჯახს გარდაცვლილი შვილის ცხედარი არ უნახავს, ამიტომ მისი სიკვდილი დღემდე არ სჯერა. კარის ყოველი გაჭრიალება მშობლებს გულს უფორიაქებს, ელოდებიან, რომ ეზოში ლექსო შემოვა.

„8 -ში დილით უცებ გამეღვიძა, წამოვჯექი, თითქოს გულთან რაღაც ჩამწყდა. სწორედ ამ დროს მომხდარა ის უბედურება. თურმე დაზვერვაზე უნდა წასულიყვნენ, ორი ბიჭი შეარჩია, დანარჩენები მოათვალიერა და გადაწყვიტა, მესამე თვითონ წასულიყო. უკან დაბრუნებულს მეთაურისთვის უთქვამს: ცუდი სიტუაციაა, ხაფანგია და ყველას ჩაგვხოცავენო. ზუსტად არავინ არაფერი იცის, რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთი ის ვიცი, რომ ჩემი ლექსო უშიშრად მიიწევდა წინ და სამშობლოსთვის იბრძოდა. კიდეც ეთქვა ბიჭებისთვის: არ შეგეშინდეთ, ეს ჩვენი მიწა-წყალია, სიმართლე ჩვენსკენაა, ერთი წუთით უკან არ დაიხიოთო. 2009 წლის მარტში მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დეენემის ანალიზი დაემთხვა.“
ლექსოს საფლავი, წმინდა გიორგის სახელობის გომართის ეკლესიის გვერდითაა. გიორგი ნატროშვილი, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც შვილის საფლავის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა. „ეკალ-ბარდი გავკაფე და მისასვლელი გზაც გავაკეთე. ეკლესიის ნანგრევებიღა იყო დარჩენილი, გამგეობის წარმომადგენლებს ვთხოვეთ და ისინი დაგვეხმარნენ აღდგენაში. საფლავს მარტო სახელი ლექსო აწერია. იმედი, რომ ჩემი შვილი ცოცხალია, დღესაც არ დამიკარგავს.“

ნატროშვილების ოჯახი სოფელ ვაჩნაძიანში, ლექსოს სახელობის ქუჩაზე 33 ნომერში ცხოვრობს. გასულ წელს კი პირველად ჩატარდა და ტრადიციად დამკვიდრდა ალექსანდრე ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.
„როდესაც ოფიცილურად დაღუპულად გამოაცხადეს, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ამ ქუჩისთვის ჩემი შვილის სახელი უნდა დაერქმიათ. ასევე მიანიჭეს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი და საქართველოს თავდადებულის, ლომგულის ორდენი. ეს ბიჭები ყურადღების გარეშე არ რჩებათ, არ ავიწყდებათ მათი ღვაწლი და თავდადება.
შარშან მინიფეხბურთში ლექსოს სახელობის ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩვენი სოფლის ბიჭებმა გაიმარჯვეს და თასი მე მომიტანეს. წელს მეოთხე ბრიგადის ბიჭებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს პატარა რამე არ არის, მე არც ვთვლი, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილია, არასდროს ვიხსენიებ რომ ლექსო იყო, ლექსო არის, და იქნება!“- ამბობს ნათელა ლამაზოშვილი.

აგვისტოს ხუთმა დღემ ბევრი ახალგაზრდა სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ქალი დაქვრივდა, ბავშვები დაობლდნენ და ბევრი დედა დარჩა გამწარებული. ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კონფლიქტის დროს სულ დაიღუპა 850 ადამიანი, 100 000-ზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.