თელავში პოლიციელებმა არხში ჩავარდნილი მცირეწლოვანი და-ძმა გადაარჩინეს
კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი
განყოფილების საპატრულო ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორებმა გიორგი
რომანიშვილმა და ბესიკ გულოშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის
სოფელ წინანდალში, სარწყავ არხში ჩავარდნილი მცირეწლოვანი და-ძმა
სიკვდილისგან იხსნეს.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის
ადგილისკენ დაუყოვნებლივ გაემართნენ, სარწყავი არხის გვირაბში,
დაახლოებით, 100 მეტრის სიღრმეზე შეცურეს და ბავშვების გადასარჩენად,
ძლიერი დინების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციის განხორციელება
დაიწყეს.
პატრულ-ინსპექტორებმა და მაშველებმა არხიდან და-ძმის ამოყვანა
უსაფრთხოდ შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები