საზოგადოება
როგორ იმუშავა მერვე მოწვევის პარლამენტმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შემაჯამებელი შეფასება გამოაქვეყნა.



შეფასების მიხედვით, საკანონმდებლო პროცესი არაერთი ხარვეზით ხასიათდებოდა: კვლავაც ხდებოდა დაუსაბუთებლად კანონების დაჩქარებული წესით მიღება და კანონის ამოქმედების სისტემატური გადავადება. არაერთი შემთხვევა იყო პარლამენტის წევრების მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის, პარლამენტის წევრები პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ მოავალეობებს, რაზეც სხდომათა გაცდენებების მაჩვენებელიც მუთითებს, თუცა პარლამენტის მხრიდან არ ხორციელდებოდა დისციპლინური სანქციების ეფექტური გამოყენება.

ჩატარდა 231 პლენარული სხდომა. მათ შორის, 62 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა 10 სხდომა. (აქედან 2 რიგგარეშე). მერვე მოწვევის პარლამენტმა მიიღო 1505 კანონი. აქედან: მთავრობის მიერ ინიცირებული 865 კანონი; პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული 440 კანონი; საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული 1 კანონი; პარლამენტის კომიტეტების მიერ ინიცირებული 177 კანონი; პარლამენტის ფრაქციების მიერ ინიცირებული 13 კანონი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ ინიცირებული 7 კანონი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული 1 კანონი.


პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება მოხდა 17 საკანონდებლო პაკეტზე - 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტმა 20 კანონზე გამოიყენა ვეტოს უფლება (13 საკანონმდებლო პაკეტი); 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2016 წლის 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში 20 კანონზე (4 საკანონდებლო პაკეტი).
აქტიურობით გამოირჩეოდნენ შემდეგი წევრები: ყველაზე მეტი (68) კანონპროექტის ინიციატორი - კობა დავითაშვილი; ყველაზე მეტი (53) მიღებული კანონის ავტორი - გია ჟორჟოლიანი; სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა (478) - ჩიორა თაქთაქიშვილი; პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა (172) აქვს კობა ნაყოფიას ; პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი (39) გაცდენა -აქვს კობა დავითაშვილს; კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს (226) ლევან ბეჟაშვილს; კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა (166) აქვს ნუგზარ წიკლაურს.

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა 72 წევრმა.
სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ არ გამოუყენებია 18 დეპუტატს მათ შორის უმრავლესობიდან გოდერძი ბუკია, ალექსანდრე თამაზაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, , თამაზ ყაჭეიშვილი, რევაზ შავლოხაშვილი, შოთა ხაბარელი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური და უმცირესობიდან ზაზა კედელაშვილი, კობა ნაყოფია, ლევან ქარდავა, ნიკოლოზ ყიფშიძე.

გაცდენები - საანგარიშო პერიოდში საპატიო მიზეზით პლენარული სხდომის 5913 გაცდენა დაფიქსირდა. აქედან მივლინება - 855, ავადმყოფობა - 417, პოლიტიკური მოსაზრების გამო - 541, ოჯახური მდგომარეობის გამო - 4100; არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის საერთო რაოდენობა - 983; საპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის საერთო რაოდენობა - 4700; არასაპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის რაოდენობა - 4436“.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები პარლამენტი /
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 21 °C
img
საგარეჯო 13 / 19 °C
img
დ.წყარო 9 / 17 °C
img
სიღნაღი 13 / 22 °C
img
ლაგოდეხი 12 / 18 °C
img
ყვარელი 14 / 21 °C
img
თელავი 13 / 19 °C
img
ახმეტა 12 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.