დღეს კურორტ ახტალის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული
„გურჯაანქალაქობა“ გაიმართა.
მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
მუნიციპალიტეტის სოფლებმა შემოდგომის კუთხეები წარმოადგინეს.
„ასეთი სახალხო დღესასწაული ძალიან მნიშნელოვანია. ბევრი რამე გაკეთდა
რაიონში და მომავალ წელსაც გაკეთდება. დიდი სიყვარულით მივულოცავ
გურჯაანელებს ამ დღესასწაულს, ვუსურვებ შემდგომ წინსვლას, ცხოვრების
დონის გაუმჯობესებას. მომავალი შემოდგომა ამაზე უფრო ბარაქიანი
ჰქონოდეთ და მუდამ იმედიანად ყოფილიყვნენ.“-აღნიშნა კახეთის
გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ლიტვის ქალაქ პაკრუისის
წარმომადგენელმა ხელი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას
მოაწერეს.
„ ჩამოსულები არიან ლიტვის ქალაქ პაკრუისიდან წარმომადგენლები. მათ
ჩვენთან მეგობრობის სურვილი გამოთქვეს. დღეს ხელი მოეწერა წინასწარ
ხელშეკრულებას, მემორანდუმი შემდეგში გაფორმდება. ეს ძალიან
მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს
თანამოქალაქეებს ამ ღირშესანიშნავ დღეს.“-აღნიშნა გია გერგიძემ.
გურჯაანქალაქობაზე ტრადიციულად 7 საპატიო გურჯაანელი აირჩიეს. ერთ -
ერთი მათგანი ექიმი ოფთამოლოგი, მედიცინის დოქტორი გიორგი
პეტრიაშვილია.
„მართალია გურჯაანში გავიზარდე, მაგრამ ჩემს მიწა წყალს ათეული წლის
განმავლობაში ვიყავი მოცილებული. ამჟამად ჩამოვედი და დავიწყე
მოღვაწეობა საქართველოში. ვმუშაობ მოსკოვში, თბილისში და „კახეთი
იონში“, სადაც თვალის ოპერაციებს ვატარებ. საპატიო გურჯაანელის წოდება
ჩემთვის დიდი პატივია. ვულოცავ გურჯაანელებს დღევანდელ დღეს. მიხარია,
რომ ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა და ყოველ წელიწადს აღინიშნება.“
ღონისძიებაზე ფესტივალ „შემოდგომის ფერებში“ გამარჯვებულები და ერთიან
გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულების მქონე სტუდენტები დააჯილდოეს.
მასალის გამოყენების პირობები