საზოგადოება
ნიკოტინის მავნე შედეგები და გამკაცრებული კანონი
იორმუღანლოს თემის სოფელ მუღანლოში ჩვენი სტუმრობა მზიან დღეს დაემთხვა. ადგილობრივები სოფლის “ბირჟაზე” შეკრებილან, ზოგი კარტს თამაშობს, ზოგი სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობს და ზოგიც სიგარეტის მოწევით ირთობს თავს.
43 წლის მახმად ნასიბოვიც სოფელ მუღანლოში ცხოვრობს. სიგარეტის მოწევა 15 წლიდან დაიწყო. იცის, რომ თამბაქოს ჯანმრთელობისთვის მრავალი ზიანის მოტანა შეუძლია, თავის დანებება უნდა, თუმცა, ვერ ახერხებს.
- „ზოგი შეეშვა სიგარეტს, მაგრამ მე ჯერჯერობით ეს ვერ შევძელი. ვიცი, რომ ჩემთვის ცუდია, ოთხჯერ ვცადე კიდეც, რომ გადამეგდო, მაგრამ რა ვქნა, არ გამომივიდა. დღეში ორი „პაჭკა“ სიგარეტი მჭირდება. რამე ისეთი ღონისძიება უნდა გაატარონ, რომ არავინ აღარ მოწიოს, თავს ვიღუპავთ ამით.“

მახმად ნასიბოვი ხანდახან სიგარეტის მოსატანად მაღაზიაში თავის 13 წლის ძმისშვილს გზავნის. არ იცის, რომ არასრულწლოვნისთვის სიგარეტის მიყიდვა კანონით დასჯადია. ამის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო.
დუზაგრამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიგარეტის მავნებლური თვისებების შესახებ კარგად იციან, ამიტომ ამ სკოლაში თითქმის არავინ ეწევა.
- „თამბაქო ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია, მითუმეტეს მოზარდებისთვის. სახლში მამაა მწეველი, თუმცა მე ინტერესი არ გამჩენია, არც კი გამისინჯავს. ვიცი, რომ არასრულწლოვნისთვის სიგარეტის მიყიდვა არ შეიძლება, ეს კანონით აკრძალულია.“- ამბობს მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ელვინ სადიგოვი.

ასე ფიქრობს მისივე თანაკლასელი ჰუსეინ ჰუსეინოვიც.
-„სიგარეტი ჯანმრთელობისთვის მავნებელია, ამიტომ არ მინდა მივეჩვიო. სახლში არც მამა და პაპა ეწევიან. ვფიქრობ, როდესაც ოჯახში უფროსები მწეველები არიან, მერე ბავშვებსაც აინტერესებთ და მოწევას ისინიც იწყებენ. ალბათ, მაგალითი მათ უნდა მისცენ მოზარდებს.“

ელვინი და ჰუსეინი ამბობენ, რომ არასრულწლოვნისთვის სიგარეტის მიყიდვა დაუშვებელია. უფროსი თაობისგან განსხვავებით, ისიც იციან, რომ ეს ამავდროულად დანაშაულია.
საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც თამბაქოს კონტროლს ეხება, სიგარეტის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს მინისტრის მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად (ცხელი ხაზის ნომერია- 116 001). აგრეთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა აკრძალულია. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე. ამ თემში ინფორმაცია არც ამ კანონის შესახებ აქვთ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არ მუშაობს თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობის შეზღუდვები. შესწავლილი სავაჭრო ობიექტების 92% ვაჭრობს თამბაქოს ნაწარმით, სკოლებიდან 50 მეტრზე ახლოს განლაგებული ობიექტების 85% ყიდის თამბაქოს. თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე ობიექტების 2%-ში თამბაქოს ნაწარმი იმ სექციებშია განთავსებული, სადაც ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია იყიდება, 27.7%-ში თამბაქო იყიდება ღერებით, 34%-ში თამბაქოს ნაწარმის დანახვა შესაძლებელია გარედან. თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრეთაგან 96%-მა არ იცის თამბაქოს ვაჭრობის კანონმდებლობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა. სიგარეტისგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება, აქედან 3 000 პასიური მოწევის მსხვერპლია. მწეველების უმრავლესობა დღეში საშუალოდ 20 ღერს მოიხმარს, რაც თამბაქოზე მძიმე დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

„ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრის შინაგანი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი მარინა ნაცაური იმ დაავადებების შესახებ გვესაუბრება, რასაც სიგარეტის მოწევა იწვევს.
- „ნიკოტინი იწვევს სისხლძაღვების შევიწროებას, რის გამოც პრაქტიკულად ყველა ორგანოს წყება ირღვევა. მათ არ მიეწოდებათ სისხლი და ჟანგბადი. ნიკოტინის მოქმედება იწყება პირის ღრუდანვე, ზიანდება კბილის ემალი, შესაბამისად, ვითარდება კარიესი, კბილი იღებს მოყვითალო ფერს. მოქმედებს ლორწოვანზეც და პირის ღრუში ვითარდება სტომატიტი, ჩნდება ღრძილების ლორწოვანის ანთებაც. მწეველებს უვითარდებათ ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც ბრონქების შევიწროებას იწვევს და აყალიბებს ფილტვის ქრონიკულ ოსტრუქციულ დაავადებას. ეს უმძიმესი დაავადებაა და მესამე ადგილზეა მსოფლიოში. რაც შეეხება ნიკოტინის გავლენას კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეციის გამო, ვითარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება, კოლიტი და წყლულოვანი დაავადება. ნიკოტინი იწვევს გულის კუნთის იშემიურ დაავადებასაც, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტს. ცნობილია, რომ მწეველებში ორჯერ მეტია მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე სიკვდილიანობის განვითარების სიხშირე, ვიდრე არამწეველებში. ნიკოტინი ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. სტატისტიკურად დადგენილია, რომ მწეველებში 20-ჯერ უფრო ხშირად ვითარდება ფილტვის კიბო, ვიდრე არამწეველებში. სტატისტიკურად, ფილტვის კიბოთი დაავადებულების 90% მწეველია.“

მედიკოსის თქმითვე, სიგარეტი ასევე უარყოფითად აისახება პასიურ მწეველებზეც, ვითარდება სხვადასხვა სახის დაავადებები.
-„ცნობილია ისიც, რომ წელიწადში დაახლოებით 50 000 ადამიანი იღუპება პასიური მწეველობის შედეგად განვითარებული სხვადასხვა პათოლოგიებით. უმეტესად, პასიური მწეველები არიან მათი შვილები, ვინც სიგარეტს უშუალოდ მოიხმარს. დადგენილია, რომ ისინი ხშირად ავადობენ და ინფექციური პათოლოგიების მიმართ წინააღმდეგობა აქვთ ძალიან დაბალი. თითოეული დაავადების ხანგრძლივობა გაცილებით მეტია, ვიდრე არამწეველ მშობელთა შვილებში.“

2013 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო- კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ, მსოფლიოს სხვა 178 ქვეყანასთან ერთად, აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე. ამით საქართველომ ნათლად მიანიშნა, რომ თამბაქოს კონტროლი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი დაინერგა.


რა ცვლილებები შევა კანონში თამბაქოს შესახებ



კონვენციის თანახმად, ჩვენმა ქვეყანამ სტრატეგიის პირდაპირი ამოცანებიც განსაზღვრა, რომელიც მოსახლეობის ყველა ჯგუფში სიგარეტის აქტიური მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობას გულისხმობს. სტრატეგიის მიხედვით უნდა განხორციელდეს ასევე მოწევის დაწყების პრევენცია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, მეორადი კვამლის ზემოქმედების (პასიური მოწევა) შემცირება, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება მოწევისა და სიგარეტის კვამლის მავნე ზემოქმედების შესახებ; არასრულწლოვანებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 1%-ით შემცირება.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მიმდინარე წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განხორციელდა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარი ერთხმად დაუჭირა. ცვლილების თანახმად, სასტუმროებს 2017 წლის 1 ივლისამდე ეძლევათ ვადა, მოწევის სრულ აკრძალვამდე, ნომრების არაუმეტეს 50 პროცენტში დაუშვან თამბაქოს მოხმარება. საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საჯარო სადაწესებულებებს, სილამაზის ლონებსა და მაღაზიებს ამ ვადამდე შეეძლებათ შენობის 20 პროცენტში გამოყონ მოსაწევი ადგილი. დაუშვებელი იქნება თამბაქოსა და მისი აქსესუარების რეალიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან 100 მეტრამდე მანძილზე. იკრძალება რეკლამაც, ასევე გასაყიდი თამბაქო, დახლზე, გამოსაჩენ ადგილას აღარ იდება.

ამჟამად მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის თანახმად, თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა სხვადასხვა ჯარიმას ითვალისწინებს. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტში, სადაც ბავშვთა ტანსაცმელი და სათამაშოები იყიდება, გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარით.

თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში, გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით.

თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია 18 წლამდე ასაკის პირზე, გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარით. სიგარეტის ღერების, ერთეული შეფუთვის (კოლოფის) რეალიზაცია, თუ მასში სიგარეტის 20 ღერზე ნაკლებია, გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ლარით.






სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.