საზოგადოება
ახალი სტანდარტი და რეორგანიზაცია საბავშვო ბაღებში
უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაგა-ბაღებში მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია დაიწყება, რომელსაც საფუძვლად უდევს მიმდინარე წლის 8 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული "საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ".


როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი ამბობს, საქართველოში, წლების განმავლობაში, მსგავსი კანონი არ არსებობდა.
"ახალი კანონის შესაბამისად, ყველა ბაღში იქნება მაღალი სტანდარტის მომსახურება. აქედან გამომდინარე, განხორციელდება შესაბამისი რეფორმები. თებერვლის ბოლოს, კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებისთვის, გაერთიანებისა და ბაღებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო ე.წ. "გზამკვლევი" გამოვა. დაახლოებით მარტის შუა რიცხვებიდან გამოცხადდება რეორგანიზაცია. გაერთიანების წესდებაში მოხდება ცვლილებები, რაღაც ფუნქციები დაგვემატება და რაღაც შეგვეზღუდება. თითოეული საბავშვო ბაღი უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ააიპ-ის სახით, რომელსაც მენეჯერი კი არა, დირექტორი ეყოლება. ამ კანონის შესაბამისად, ბაღები იძენენ დამოუკიდებლობას და მათ ბანკში ცალკე ანგარიში ექნებათ."

მისივე თქმით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, თითოეულ საბავშვო ბაღში დაცული უნდა იყოს, სანიტარიის, ჰიგიენის, კვების, ინფრასტრუქტურის, აღმზრდელ პედაგოგისა და სასწავლო პროგრამის ხარისხის სტანდარტები.
"კანონის შესაბამისად, აპრილი, მაისი, ივნისი ძალიან დატვირთული თვეები იქნება ბაღებისთვის. დადგინდება დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ჩატარდება შესარჩევი კონკურსი. ამის შემდეგ მოხდება კადრების დალაგება. გარკვეული ცვლილებები იქნება შტატების თვალსაზრისითაც. ჯგუფს ეყოლება აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი, გაუქმდება თანაშემწის შტატი. თუ დღეს აღმზრდელის თანაშემწეს ჭურჭლის რეცხვისა და დალაგების ფუნქცია აქვს, უკვე აღარ ექნება, ამისთვის დაემატება ცალკე შტატი. გარდა ამისა, კვება გახდება ოთხჯერადი, ამიტომ მოგვიწევს მენიუს გადაწყობა.რაც შეეხება ჰიგიენას, ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში კარგი მდგომარეობაა, კვების ბლოკები და წყალგაყვანილობის საკითხი მოგვარებული გვაქვს. ინფრასტრუქტურა ადვილად მოსაწესრიგებელი არ არის, ამიტომ ამ პუნქტის შესრულების ვადამ 2020 წლამდე გადაიწია."
ლელა თევდორაშვილის თქმით, ყველაზე რთული მაინც აღმზრდელ-პედაგოგის და დირექტორის შერჩევა იქნება.
"ამ სტანდარტის მიხედვით საკმაოდ დიდი მოთხოვნებია დაწესებული. გაერთიანება დებს გარკვეულ თანხას ბიუჯეტში, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა გადამზადებას. ჩატარდება ტრენინგები და შემდეგ იქნება ტესტირება, სადაც გაირკვევა ამჟამინდელი აღმზრდელები აკმაყოფილებენ თუ არა სტანდარტებს. ადამიანური რესურსი განსაკუთრებით სოფლებში ჭირს. დირექტორის არჩევისას აუცილებელი მოთხოვნა იქნება უმაღლესი განათლება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელიც სტანდარტებს დააკმაყოფილებს."

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა განმარტა, უკვე ააიპ-ებად ჩამოყალიბებული ბაღები, ახალ დირექტორებთან ერთად ყველა ამ სტანდარტზე მუშაობას დაიწყებს.
"ყველა სტანდარტი პირველ ოქტომბრამდე უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არადა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღი ავტორიზაციას ვერ გაივლის, დაფინანსებას ვერ მიიღებს და შესაბამისად, ვერ იფუნქციონირებს. პირველი ივლისისთვის ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავამთავროთ, შემდგომ ბაღებმა უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას ავტორიზაციის მოთხოვნით."
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობას ეყოლება ჯგუფი, რომელიც რამდენჯერმე შევა ბაღებში როგორც გეგმიურად, ისე არაგეგმიურად და შეამოწმებს შესრულებულია თუ არა ყველა ვალდებულება. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
15:35 / 22.01.2018
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს.
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს.
15:20 / 22.01.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში
უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +13, +18 იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18 იქნება.
12:12 / 22.01.2018
დეპარტამენტი სხვადასხვა სახის ძალადობის დანაშაულის ფაქტებზე
მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების
მონიტორინგს განახორციელებს.
დეპარტამენტი სხვადასხვა სახის ძალადობის დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს.
14:29 / 19.01.2018
21- დან 28 იანვრის ჩათვლით, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში
აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.
21- დან 28 იანვრის ჩათვლით, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.
11:59 / 19.01.2018
სხვა ამბები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ყველაწმინდას (ღვთისმშობლის) მიძინების ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
14:59 / 18-01-2018
ზამთრის არდადეგები დასრულდა და დღეს საჯარო სკოლებში სწავლა გაგრძელდა.
11:37 / 15-01-2018
ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტებში ცვლილებები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
16:10 / 05-01-2018
2018 წლის მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის შეტანის უფლება ექნება.
13:25 / 04-01-2018
მიიწურა, ჩამოიმარცვლა კიდევ ერთი- 2017 წელი თავისი საწუხარით, სინანულით, ზოგჯერ სიხარულის ყიჟინით, უკეთესის მოლოდინში გაკერპებული ნატვრით.
13:11 / 30-12-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.