საზოგადოება
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგები
speqtri.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას „ახალი სტანდარტი და რეორგანიზაცია საბავშვო ბაღებში“, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გაჩნდა კითხვები, კვებასთან, ტრენინგების ჩატარებასთან, პედაგოგების ასაკობრივ ზღვართან და უკვე გადამზადებული პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებით.


სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. უწყებაში განმარტეს, რომ ისინი მხოლოდ აღმზრდელი პედაგოგის პროფესიულ სტანდარტზე მუშაობენ, რის შემდეგაც მოხდება მათი ტრენინგ-მოდულის მომზადება. სხვა სტანდარტების განსაზღვრა კი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების პრეროგატივაა.
„ამჯერად მიდის დოკუმენტის სრულყოფა, რომელიც პირველი აპრილისთვის იქნება მზად. როდესაც საბოლოო სახე ექნება, ყველასთვის საჯარო გახდება“. - განმარტეს სამინისტროში.

აღნიშნულ საკითხზე დეტალურად გვესაუბრა გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი. მისი თქმით, სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის, პირველ რიგში - დირექტორები, შემდეგ კი აღმზრდელები შეირჩევიან.
„ზოგადად, დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ დირექტორებისა და პედაგოგებისთვის იქნება თუ არა განმსაზღვრელი ასაკი და საერთო სტაჟი. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, 2020 წლამდე დასაქმებული პედაგოგისთვის მოთხოვნები სხვა არის, რომელიც 2020 წლის შემდეგ დასაქმებულთათვის მკაცრდება.“

ლელა თევდორაშვილმა იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რომელსაც მომავალში პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს.
„პიროვნება, აუცილებლად უნდა იყო პროფესიული განათლების მქონე და წარმატებით ჰქონდეს გავლილი განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. იყო პერიოდი, როდესაც არამონათესავე განათლების მქონე პირებსაც შეეძლოთ ბაღში მუშაობის დაწყება. ამჯერად, ასე აღარ იქნება. მათ უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი. ასევე შეიძლება იყოს - განვითარების ფსიქოლოგი, დაწყებითი განათლების პედაგოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ინტერკულტურული განათლების მქონე, განათლების სოციოლოგი და ა.შ. მათაც თავისუფლად შეუძლიათ გაიარონ ტრენინგი და აღმზრდელ პედაგოგად იმუშაონ. ჩვენ 8 საბავშვო ბაღში გვყავს მეთოდისტი და მათაც მოუწევთ ტრენინგის გავლა, ასევე გახანგრძლივებული ჯგუფის აღმზრდელებსაც. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს პირველ სექტემბრამდე და უფრო ადრეც. ავტორიზაციას ვერ გაივლის ის ბაღი, ვისაც არ ეყოლება ასეთი პედაგოგები.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, აღმზრდელების გადასამზადებლად ბიუჯეტში თანხა უკვე განსაზღვრულია. როდესაც განათლების სამინისტრო გამოაქვეყნებს პროგრამას, გამოიკვეთება ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს ჩაატარებენ.
„პერსონალმა უნდა შეძლოს, რომ პროგრამის შესაბამისად გაიაროს ტესტირება. ჩვენ მათ ყველანაირად შევუწყობთ ხელს. რაც შეეხება ტრენინგს, შეიძლება ერთ, ან ორ კვირას გაგრძელდეს. ეს პროგრამის მოცულობასა და სირთულეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ტრენერები ადგილზე ჩამოვიდნენ და სემინარები აქ გამართონ. “

მისივე თქმით, აღმზრდელების კონკურსში პირველ რიგში დასაქმებული კონტინგენტი მიიღებს მონაწილეობას.
„დირექტორების კონკურსში ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუკი შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება აღმზრდელებს, ჯერჯერობით ისინი გადამზადდებიან, ვინც უკვე მუშაობენ. თუ ტესტირებას ვერ გაივლიან და არ ექნებათ დამადასტურებელი სერტიფიკატი, მაშინ გვექნება ვაკანსია. ეს ადამიანები შეიძლება პედაგოგად ვერ გადავიყვანოთ, მაგრამ გააგრძელებენ აღმზრდელად მუშაობას. გარეშე პირს, ვისაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი ექნება, ტრენინგებს ჩვენ არ დავუფინანსებთ, მათ გადამზადება საკუთარი ფინანსებით მოუწევთ. ამის შემდეგ კი, შესაძლებლობა ექნებათ, წარმოდგენილ ვაკანსიაზე განცხადება შემოიტანონ. მაღალი კონკურენციის პირობებში, რა თქმა უნდა, დასაქმდება ის, ვისაც ტრენინგი ექნება გავლილი. “

რაც შეეხება სერტიფიცირებული აღმზრდელ პედაგოგების ხელფასს, ლელა თევდორაშვილის თქმით, მისი ანაზღაურება სტატუსის მიღებისთანავე გაიზრდება. თანხას კი პრემიერ მინისტრი განსაზღვრავს. დანარჩენი ყველა თანამშრომლის ხელფასს გაერთიანება დაადგენს.
გაერთიანების დირექტორის თქმით, საზაფხულო არდადეგებამდე ყველა პროცედურა დასრულებული უნდა იყოს, რადგან ამ პერიოდში ბაღებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს უკვე ავტორიზაციის მოთხოვნით უნდა მიმართონ. პირველ ოქტომბრამდე ავტორიზაციის საკითხიც უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღი მუშაობას შეწყვეტს.





Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეიზდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში
პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ხვდება. ქვეყნის პირველმა
პირმა კომენტარი შრომის უსაფრთხოების საკითხზეც გააკეთა.
საქართველოს პრეიზდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ხვდება. ქვეყნის პირველმა პირმა კომენტარი შრომის უსაფრთხოების საკითხზეც გააკეთა.
11:55 / 20.02.2018
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თელავის
სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას მართავს. მისი განცხადებით,
კამპანიას-
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას მართავს. მისი განცხადებით, კამპანიას- "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ", თელავიდან იწყებს.
11:28 / 20.02.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალური პაკეტის განხილვამ
ხმაური გამოიწვია. ოპოზიციამ მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარების
გაცემის საკითხი გააპროტესტა, თუმცა დეპუტატების უმრავლესობამ მხარი
მაინც დაუჭირა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალური პაკეტის განხილვამ ხმაური გამოიწვია. ოპოზიციამ მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხი გააპროტესტა, თუმცა დეპუტატების უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა.
17:04 / 19.02.2018
ყვარელში,
ყვარელში, "ქინძმარაულის" თანამშრომლების მიერ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა კომპანია გამოეხმაურა.
12:34 / 19.02.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ
რაიონებში მცირე ნალექი შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექი შენარჩუნდება.
11:12 / 19.02.2018
სხვა ამბები
გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ პროექტ „მაკულატურას“ ფარგლებში ჩაბარებული წიგნებიდან მიღებული ქულებით მხატვრული,შემეცნებითი და დარგობრივი ლიტერატურა შეიძინა.
17:06 / 20-02-2018
17-18 თებერვალს გურჯაანმა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაოების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გურჯაანის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.
13:30 / 19-02-2018
სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდულ ცენტრ „ერთობის“ ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მარათონი გაიმართა.
14:32 / 16-02-2018
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ისაუბრა.
14:22 / 15-02-2018
გურჯაანის სპორტკომპლექსში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართება.
16:25 / 14-02-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.