გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ძირითადად
უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღისით ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა 10-15 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს
დაბლობში 5-10 გრადუსი იქნება.
6 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს,
მაღალმთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა
14-19 გრადუსი, ღამით +2;+7გრადუსია მოსალოდნელი.
7 იანვარსაც დასავლეთ საქართველოში კვლავ მაღალი ტემპერატურა
შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერი 13-15 გრადუსამდე
გათბება.
მასალის გამოყენების პირობები