საზოგადოება
გურჯაანის კულტურის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინეს
გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პაატა ძულიაშვილის გადაწყვეტილებით, 40 თანამშრომელს, რომლებიც გათავისუფლებას აპროტესტებდნენ, ხელშეკრულება ერთი თვით გაუგრძელდა.
პაატა ძულიაშვილის განმარტებით, თანამშრომლების ნაწილმა მისი ნათქვამი არასწორად გაიგო და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.

-„ამ 40 ადამიანის ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა. მე მათ ვუთხარი, რომ ხელშეკრულება ეტაპობრივად აღუდგებოდათ. უბრალოდ, ერთი დღით მჭირდებოდა 19 თანამშრომელი, ტექნიკური პერსონალი, რადგან ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო. ხმაური გამოიწვიეს მათ, რომლებმაც კარგად არ მომისმინეს და ეგონათ, რომ ქუჩაში ვუშვებდი. ჩემგან გამოიყვანეს რაღაც მონსტრი. 57 ხელშეკრულებას ერთ წუთში ხომ ვერ ამოვბეჭდავდი?! მე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გადავწყვიტე, მათთვის ერთთვიანი ხელშეკრულებები დამედო. სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან პაატა ძულიაშვილმა.

კულტურის ცენტრის დირექტორი ეთერ ლოლაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პაატა ძულიაშვილმა დამოუკიდებლად მიიღო, რისი იურიდიული უფლებაც ჰქონდა.

-„მე შვებულებაში ვარ გასული, პაატა ძულიაშვილს უფლება აქვს დანიშნოს და გაათავისუფლოს, ეს მისი კომპეტენციაა. განვითარებულ მოვლენებზე მე ვერაფერს გეტყვით, ამაზე პასუხისმგებელი მოვალეობის შემსრულებელია.“

მეთოდისტი ციცო ლაზაშვილი ერთ-ერთია იმ 40 თანამშრომლიდან, რომელსაც ხელშეკრულება ერთი თვით გაუგრძელდა.

-„დაგვიბარა კაბინეტში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და ამოკითხა იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც სამსახურში უნდა დარჩენილიყო. მესმის, რომ მთლიანად საქართველოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია. მარტო ჩვენ ხომ ვერ ვიქნებით გამონაკლისი, მაგრამ კულტურის ცენტრის ხელოვან ხალხს გარეთ რომ ტოვებ, დიდი სირცხვილია. მაშინ, როდესაც, ანსამბლ „ხარებას“ სამსახურიდან გაუშვებ, ჩემზე რა უნდა ვთქვა?! ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ვიღაცამ ყველაფერი ცუდად გათვალა. თავიდანვე, როდესაც გათავისუფლების შესახებ გავიგეთ, დარწმუნებული ვიყავი, რომ სიას გადახედავდნენ. რატომ შედგა ეს სია , ვერ გვცემენ სწორ პასუხს. აუცილებელი იყო პრესისა და ტელევიზიის ჩართვა, რომ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყვეტილიყო?! მაშინ, დავებარებინეთ ეთერ ლოლაძეს, სანამ შვებულებაში წავიდოდა და ეთქვა, რომ ჯერ ვინც სპექტაკლში მონაწილეობდა, მათ გაუგრძელდებოდათ ხელშეკრულება და მერე ჩვენ. ადამიანი ასე შეურაცხყოფილი არ უნდა დატოვო. ჩვენთვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე ჟურნალისტებმა დიდი გავლენა იქონიეს. ვანო ბერიძიშვილსა და გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს აბრალებდნენ რომ გათავისუფლების ინიციატორები ისინი იყვნენ. შევხვდით მათ და გგვითხრეს, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ. ვფიქრობ, ეს კარგი გაკვეთილი იყო, მათთვის, ვინც ხელოვანი ხალხი ვერ დააფასა. “

კულტურის ცენტრის თანამშრომლების თქმით, გაურკვეველია, რა პრინციპით შეირჩა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პაატა ძულიაშვილი (ღონისძიებების მენეჯერი) მაშინ, როცა ამ პოზიციაზე რეალური კანდიდატურა იყო სამხატვრო ხელმძღვანელი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლებასა და დანიშვნაზე ისინი გადაწყვეტილებას არ იღებენ.

-„იქიდან გამომდინარე, რომ ეთერ ლოლაძე გავიდა შვებულებაში, მოვალეობა დაეკისრა გამგებლის მიერ შერჩეულ ნდობით აღჭურვილ პირს, ამ შემთხვევაში პაატა ძულიაშვილს. წესდებაში არ წერია ის, რომ მოვალეობა აუცილებლად სამხატვრო ხელმძღვანელს უნდა დაეკისროს.“- აღნიშნა გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთიბის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა,

მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა.ა.ი.პ კულტურის ცენტრის რეორგანიზაციის სახითხებზე იმსჯელებს. ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ დარჩება და ვინ დატოვებს პოსტებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 23 °C
img
საგარეჯო 11 / 23 °C
img
დ.წყარო 10 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 25 °C
img
ლაგოდეხი 12 / 21 °C
img
ყვარელი 12 / 23 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.