გურჯაანის გამგეობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროსგან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 8 მგლის
ლიკვიდაციის ნებართვა მიიღო.
ცხოველების ლიკვიდაციას სპეციალური სამონადირეო ჯგუფი მოახდენს.
-"თითქმის ყოველ წელს ხდება თავდასხმის ფაქტები, ამიტომ გამგეობა
კანონმდებლობიდან გამომდინარე წლის დასაწყისში ითხოვს ნებართვას
მტაცებლის გარემოდან ამოღების შესახებ. მიმდინარე წელს თავდასხმის
ფაქტი ჯერ არ ყოფილა, თუმცა გასულ წელს დაფიქსირდა სოფელ
გურჯაანში, ჭერემსა და ზიარში."- აღნიშნა speqtri.ge-სთან ქონების
მართვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ჯემალ შალაშვილმა.
რა თანხას გამოყოფს ადგილობრივი თვითმმართველობა მგლების
ლიკვიდაციისთვის, ამაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს
სხდომაზე იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები