ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 20 მარტს ლაგოდეხის
და თელავის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება.
09:30-დან 14:00-საათამდე, დენი გაეთიშება ქალაქ ლაგოდეხს, ხოლო
13:00-დან 16:00-საათამდე, სოფლებს: ბაისუბანს, ზემო და ქვემო
მსხალგორს. 13:00-დან 14:00-საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება
თელავში: ცაბაძის, ჩოხელის, მოსიაშვილის, ახვლედიანის, ბარნოვის,
ანტონ კათალიკოსის, მოედნის, გორკის, ერეკლე II-ის ნაწილის, 26
მაისის, სააკაძის, დავით ვექტორის, კვირიკე დიდისა და უნივერსიტეტის
ქუჩებს.
უწყების ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების
დასრულებისთანავე აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები