გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს
უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია
წვიმა, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. უამინდობა
გვიან ღამემდე შენარჩუნდება. 21 მარტს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ
აღმოსავლეთ საქართველოშიც აცივდება. ჰაერის ტემპერატურა +8, +13
გრადუსი იქნება. 22 - 26 მარტს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ
ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15
გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები