ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 23 მარტს გურჯაანის,
საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება.
11:00-დან 13:00-საათამდე, დენი გაეთიშება ქალაქ გურჯაანის
ნაწილს.
12:00-დან 12:30-საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის სოფელ კრასნოგორკას.
ასევე, 11:00-დან 14:00-საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
ქალაქ სიღნაღს, ხოლო 14:00-დან 17:00-საათამდე, სოფლებს: ტიბაანსა და
ჯუგაანს. უწყების ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება
სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები