საზოგადოება
არ გააუქმოთ თვითმმართველი ქალაქები - არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს;
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების მიმართვა7 თვითმმართველიქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე

ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა- 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი“. რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა. სწორედ, ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც „Freedom House“-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა (იხ.მოხსენება https://freedomhouse.org/report/nations-transit/2015/georgia). აქედან გამომდინარე, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მთავრობა თანმიმდევრულად განახორციელებდა მის მიერვე შემუშავებული თვითმმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ საქმიანობებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასაც.

მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმამ იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე თვითმმართველობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად განმტკიცდებოდა. თუმცა,ნაცვლად ამისა, ბოლო დროს ვისმენთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ იგეგმება7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რაც, ერთმნიშვნელოვნად, რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევაა.

თვითმმართველი ქალაქების განვითარება - ეს არის თანამედროვე სამყაროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენცია. საქართველოსთვის თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბების ხელშეწყობა კი, არამარტო სახელმწიფო სურბანული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არამედ ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია ქვეყნის მართვის ევროპულ მოდელზე გადასასვლელად. ამავდროულად, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისესოფლის განვითარებასაც.

გარდა ამისა, ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება დაბიუჯეტი, კარგავს განვითარების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ამ და სხვა არგუმენტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს ნაბიჯიდააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებსადგილობრივიდემოკრატიის სტანდარტს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს განვითარების დაწყებულ პროცესს.

1. რეგიონის განვითარების ცენტრი
2. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
3. კივიტას გეორგიკა
4. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
5. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
6. საქართველოს მედია-კლუბი
7. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
8. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
9. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
10. ადამიანის უფლებათა ცენტრი
11. სათემო განვითარების ცენტრი
12. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
13. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
14. ფონდი „ტასო“
15. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
16. სტუდია „რე“
17. გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი)
18. მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ (გორი)
19. გორის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი (გორი)
20. შიდა ქართლის დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი (გორი)
21. საზოგადოება „ბილიკი“ (გორი)
22. გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“ (გორი)
23. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი (გორი)
24. შიდა ქართლის ვეტერინართა ასოციაცია (გორი)
25. „გორი დაუნთაუნი“ (გორი)
26. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი)
27. „სახლი საზღვრების გარეშე“ (გორი)
28. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი)
29. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (ოზურგეთი)
30. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)
31. „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ (ოზურგეთი)
32. ოზურგეთის სასოფლო დარბაზი (ოზურგეთი)
33. „საუნჯე“ (ზუგდიდი)
34. გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“ (ზუგდიდი)
35. სათემო ფონდი „ეგრისი“ (ზუგდიდი)
36. სათემო ფონდი „ნეფა“ (ზუგდიდი)
37. დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
38. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
39. ასოციაცია „ტოლერანტი“ (ახალციხე)
40. კახეთის სამოქალაქო ლიგა (თელავი)
41. საქართველოს ბუნებისმოყვარულთა საზოგადოება (თელავი)
42. საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (თელავი)
43. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა ხალხთან“ (თელავი)
44. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება „ნადიკვარი - მეგობრობა განვითარებისთვის“ (თელავი)
45. „ნაბიჯი მომავლისკენ“ (გორი, თელავი)
46. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა)
47. ასოციაცია „ზეკარი“ (ამბროლაური)
48. დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი)
49. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (ბათუმი)
50. „ღირსეული სიბერე“ (ქობულეთი)
51. სენაკის სასოფლო დარბაზი (სენაკი)
52. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი)
53. ლანჩხუთის სასოფლო დარბაზი (ლანჩხუთი)
54. ჩოხატაურის სასოფლო დარბაზი (ჩოხატაური)
55. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)
56. „ევროპა ჩვენი სახლია“ (ქუთაისი)
57. ზესტაფონის სასოფლო დარბაზი (ზესტაფონი)
58. „ნაბიჯი“ (ხარაგაული)
59. ტყიბულის განვითარების ფონდი (ტყიბული)
60. ხაშურის სასოფლო დარბაზი (ხაშური)
61. „ჩვენ - ჯანსაღი მომავლისათვის“ (წეროვანი, დევნილთა დასახლება)
62. „უკეთესი მომავლისათვის“ (წეროვანი, დევნილთა დასახლება)
63. ასოციაცია „სპექტრი“ (საგარეჯო)
64. „სამოქალაქო ინიციატივა“ (წნორი)
65. სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“ (სიღნაღი)
66. სათემო კავშირი „ჰერეთი“ (ლაგოდეხი)
67. სათემო ფონდი „ლელი“ (ლაგოდეხი)
68. „დემოსი“ (რუსთავი)
69. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (რუსთავი)
70. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება (მარნეული)
71. ბოლნისის ენის სახლი (ბოლნისი)
72. დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
73. „სტეფანწმინდა“ (სტეფანწმინდა)
74. საქართველოს სასოფლო დარბაზი
75. ასოციაცია „რეფორმა ფსიქიატრიაში“
76. კავშირი „მშობლების თანადგომა“
77. შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი
78. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
79. ასოციაცია „სოციალური ქოლგა“
80. საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაცია
81. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
82. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
83. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი
84. „POST-ალიონი“ (გურია)
85. მედიასახლი „გურია ნიუსი“ (გურია)
86. გურიის პრესკლუბი (გურია)
87. მედიასახლი „გურიის მოამბე“ (გურია)
88. ტელეკომპანია „გურია“ (გურია)
89. გაზეთი „ზუგდიდი“ (სამეგრელო)
90. ტელეკომპანია „ოდიში“ (სამეგრელო)
91. ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა“ (სამეგრელო)
92. ტელეკომპანია „ჯიხა“ (სამეგრელო)
93. ტელეკომპანია „კოლხეთი 89“ (სამეგრელო)
94. ტელეკომპანია „ეგრისი“ (სამეგრელო)
95. TV 25 (აჭარა)
96. „ახალი გაზეთი“ (იმერეთი)
97. მედიასახლი „P.S.“ (იმერეთი)
98. გაზეთი „ჩემი იმერეთი“ (იმერეთი)
99. ტელეკომპანია „რიონი“ (იმერეთი)
100. ტელეკომპანია „იმერვიზია“ (იმერეთი)
101. ტელეკომპანია „არგო“ (იმერეთი)
102. ტელეკომპანია „ზარი“ (იმერეთი)
103. გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ (სამცხე-ჯავახეთი)
104. ტელეკომპანია „ბორჯომი“ (სამცხე-ჯავახეთი)
105. ტელეკომპანია „მე-9 არხი“ (სამცხე-ჯავახეთი)
106. ტელეკომპანია „ATV12“ (სამცხე-ჯავახეთი)
107. ტელეკომპანია „ფარვანა“ (სამცხე-ჯავახეთი)
108. მედიაცენტრი „კახეთი“ (კახეთი)
109. გაზეთი „კახეთის ხმა“ (კახეთი)
110. გაზეთი „სპექტრი“ (კახეთი)
111. ტელეკომპანია „გურჯაანი“ (კახეთი)
112. ტელეკომპანია „თანამგზავრი“ (კახეთი)
113. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (შიდა ქართლი)
114. ტელეკომპანია „თრიალეთი“ (შიდა ქართლი)
115. ტელეკომპანია „დია“ (შიდა ქართლი)
116. გაზეთი „თრიალეთის ექსპრესი“ (ქვემო ქართლი)
117. გაზეთი „დიდგორელები“ (ქვემო ქართლი)
118. ქვემო ქართლის ტელეკომპანია (ქვემო ქართლი)
119. ტელეკომპანია „მარნეული“ (ქვემო ქართლი)
120. ტელეკომპანია „ბოლნელი“ (ქვემო ქართლი)

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 19 °C
img
საგარეჯო 8 / 17 °C
img
დ.წყარო 8 / 15 °C
img
სიღნაღი 11 / 20 °C
img
ლაგოდეხი 9 / 18 °C
img
ყვარელი 10 / 19 °C
img
თელავი 9 / 16 °C
img
ახმეტა 8 / 16 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.