გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში „საარჩევნო
განვითარების სკოლა გაიხსნა“, რომელიც 10 დღის განმავლობაში
ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას
მიაწვდის.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის თქმით,
„საარჩევნო განვითარების სკოლა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ
-ერთი წარმატებული პროექტია.
„ჩვენი მიზანი საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის და მათი
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. გვინდა, მათ მივაწოდოთ ინფორმაცია
ამ პროცესებთან და პრინციპებთან დაკავშირებით. გავათვითცნობიეროთ რა
სახის არჩევნები ტარდება. დარეგისტრირებული გვყავს 25 ახალგაზრდა.
სწავლა ათი დღის მანძილზე გაგრძელდება. თეორიულ მასალას თან ახლავს
სავარჯიშოები და ენერჯაიზერები. ბოლოს გვექნება კენჭისყრის ჩატარების
პროცესის სიმულაცია. ვფიქრობთ ამ ხნის განმავლობაში, ახალგაზრდები
ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს,
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის და ცენტრალური საარჩევნო
კომისიის მხარდაჭერით.“
მისივე თქმით, ის ახალგაზრდები, რომლებმაც კურსი გასულ წელს გაიარეს,
საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.
მიმდინარე წელს, აღნიშნული პრექტი საქართველოს მასშტაბით სულ 23
მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები