წელს რეგიონში განსახორციელებელი ფონდიდან გურჯაანში რამდენიმე ქუჩის
რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს,
სამუშაოებისთვის ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტია იხარჯება.
„რეგფონდებიდან კეთდება გორგასლის, გოგებაშვილის , ფურცელაძის,
ნინოშვილი და სიღნაღის ქუჩები. ამჟამად მიმდინარეობს
სამუშაოები.“-აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ
შაკკაციშვილმა.
მისივე თქმით, წელს ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაკეთდა ახტალის
შესახვევში 88 მეტრიანი ბეტონის გზა, თოჯინების თეატრთან მისასვლელი,
გიმნაზიასთან მდებარე ტროტუარი და მოასფალტდა რამდენიმე კორპუსის
ეზო.
მასალის გამოყენების პირობები