ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 4 აგვისტოს ყვარლის,
დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის მოსახლეობას ელექტროენერგია შეუწყდება.
უწყების ინფორმაციით, დაგეგმილ პროფილაქტიკურ სამუშაოებთან
დაკავშირებით, 06:00-დან 10:00-საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანს.
07:00-დან 09:00-საათამდე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს:
კართუბანს, თამარიანს, ულიანოვკას, სვიდებს, ცოდნისკარს, გრაფოვკას,
ჩადუნიანს, წიფლისწყაროს, ვარდისუბანს, მშვიდობიანს, ბრავენიკს,
ბოლოკიანს, ნაინდროვალს, საქობოსა და ჰერეთისკარს.
11:00-დან 15:00-საათამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს:
ზემო ქედს, ქვემო ქედსა და არხილოსკალოს.
ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები