კომპანია “Black sea group”-ში სტაჟირებას 12 გურჯაანელი სტუდენტი გაივლის
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს
ინიციატივითა და კომპანია “Black sea group”-ის მხარდაჭერით,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის 12
გურჯაანელი სტუდენტი სტაჟირებას გაივლის.
სტაჟირება ერთ თვეს მოიცავს, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
დავით სონღულაშვილი ბაკურციხეში სტაჟიორებს შეხვდა და მათთან ერთად
კომპანია “Black sea group”-ის სხვადასხვა სამშენებლო საწარმო
დაათვალიერა, მუშაობის პროცესსა და პრინციპს გაეცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მომავალ თაობას ხელი შევუწყოთ
პროფესიულ წინსვლასა და წარმატებაში. “Black sea group”-ში სამუშაო
გამოცდილების მიღება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, ვიმედოვნებ რომ
თითოეული მათგანისთვის აქ მიღებული პრაქტიკული ცოდნა, მათი
წარმატებული მომავლის საწინდარი გახდება. დიდი მადლობა მინდა
გადავუხადო “Black sea group”-ის მენეჯმენტს, ხოლო თითოეულ სტაჟიორს
პროდუქტიული სამუშაო გამოცდილების მიღება ვუსურვო“, - აღნიშნა
დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები