გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში
ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება..ჰაერის ტემპერატურა
+33, +38 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, 23 – 24 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე
ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. გაძლიერდება
ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება.
დასავლეთ საქართველოში 23 აგვისტოს გაძლიერდება დასავლეთის ქარი, დღის
ბოლოს წვიმაა მოსალოდნელი. 24 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა
დაიკლებს.
25 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +29, +34
გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები