საზოგადოება
ხანძრები საქართველოში და ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგია, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ [ინფოგრაფიკა]
ტყის ხანძრების მონიტორინგის მსოფლიო სისტემის (Global Forest Fire Watch) ბაზაში 16-დან 23 აგვისტომდე საქართველოში 366 შეტყობინება დაფიქსირდა.
შეტყობინება საქართველოს 10 რეგიონიდან განხორციელდა- იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან.
ატენი, ბორჯომი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, მესტია, წეროვანი, ბახაო, ახალციხე, პანკისი - ეს იმ ლოკაციების არასრული ჩამონათვალია, სადაც მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ხანძარი თითქმის ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა.

მხოლოდ 20 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ოთხი რთული ხანძარი ჩააქრეს. ამ დღეს, ცეცხლი გაჩნდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაბა სურამში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში.

რამდენიმე დღეა სტიქიას ებრძვიან ბორჯომის ხეობაში. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია და ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე speqtri.ge-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც შესაძლოა გახშირებული ხანძრების გამომწვევი ყოფილიყო.

-„კლიმატის ცვლილების ფონზე ხდება მაღალი, ექსტრემალური ტემპერატურის დაფიქსირება იმ ადგილებში, სადაც ეს მანამდე დამახასიათებელი არ იყო . დიდი ხნის გვალვებმა გამოაშრო ტყეები და მდელოები, რაც გახშირებული ხანძრების ერთ-ერთი მიზეზია. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელსაც გვქონდა ხანძრები, შარშანწინაც და მანამდეც. თუმცა, ასეთი მასშტაბი, როგორიც წელს იყო ბორჯომის ტყეში, ჯერ არ ყოფილა. 2012 წელს ისე ერთდროულად ჩნდებოდა ხანძრები, რომ საათებში ემთხვეოდა ერთმანეთს. 2013 წელს ზუსტად ამჟამად ნახანძრალ ტერიტორიებზე იყო სტიქია, ოღონდ მაშინ ლოკალიზებას უფრო ახდენდნენ, რადგან დიდი მასშტაბი არ ჰქონდა. დიდი ხანია, გვალვებია და ამას თან ერთვის ჰაერის მაღალი ტემპერატურა. მეორე ასპექტი, რაც შეიძლება ხანძრის მიზეზი გამხდარიყო, ეს არის ტყეებში ნარჩენის განთავსება. საყოფაცხოვრებო ნარჩენის მხურვალება 70 გრადუსამდე ადის, საკმარისია ოდნავ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს, რომ ადვილად აალდება. ასევეა პლასტამასის ბოთლებიც. სერიოზული პრობლემაა ნაკვეთის გაწმენდის დროს ცეცხლის მოკიდება და გადაწვა, რაც კახეთის ზონისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ამან შეიძლება საფრთე შეუქმნას ტყეებს. ხანძრის მიზეზი შეიძლება იყოს დაუდევრობაც. ლიცენზიანტები, რომლებიც ჭრიან ხეებს და გამოაქვთ, ხე-ტყის ნარჩენს ადგილზევე ტოვებენ, რაც აგრეთვე ხანძარსაშიშია. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებ, რომ ვიღაცა ბენზინის „კანისტრით“ დაჰქროდა მთელს საქართველოში და ვერავინ დაინახა ცეცხლს როგორ უკიდებდა.“

ნინო ჩხობაძის ინფორმაციითვე, 2013 წელს მომზადდა ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, ჩატარდა ტრენინგები და შესაბამისი სწავლებები, განხორციელდა ეუთოსა და გაეროს პროექტებიც.

აღნიშნული სტრატეგია ამ დრომდე არ დაუმტკიცებიათ, მოქმედი კანონმდებლობით არც პრევენციული ღონისძებებია მკვეთრად გაწერილი.

„კიდევ ბევრი ქმედებაა დასახვეწი ხანძართან მიმართებით. უნდა არსებობდეს კარგად დამუშავებული და დანერგილი სისტემა. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს, როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობაც, აღნიშნულ საქმეში მათაც უნდა იცოდნენ თავისი ფუნქცია და როლი. მნიშვნელოვანია მოსახლოების მზადყოფნაც, მათ თუ ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ, არ დაელოდებიან სახანძრო მანქანებს და ტექნიკის ჩამოყვანას, დაიწყებენ ლოკალიზებასა და მცირე კერების მოსპობას. მოსახლეობა ამისთვის გაწვრთნილი და სათანადოდ ინფორმირებული უნდა იყოს. სტრატეგიაში, რომელიც 2013 წელს მომზადდა, გაწერილია, თუ ვინ უნდა მიაწოდოს მოსახლეობას მსგავსი ტიპის ინფორმაცია. მოქმედი კანონით, ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით, პასუხისმგებელი ორგანო მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროა. მინდა აღვნიშნო, რომ პრევენციული ღონისძებები დღეს მოქმედი კანონმდებლობით სუსტად არის გაწერილი.“

რა გარემოსაცდაცვითი საფრთხეები შეიძლება შექმნას გახშირებულმა ხანძრებმა?- „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დამწვარ ფართობს დაითვლიან.

-„ყველა ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, მკაფიოდ უნდა აღრიცხონ, უნდა დადგინდეს ფართობი და ასევე რომელი ჯიშის ხეები დაიწვა, ეს იქნება პირველი პრევენცია შემდეგი ხანძრისთვის, ნებისმიერი ნახანძრალი ადგილი ისევ პირველ ზონად და კერად რჩება შემდგომი სტიქიისთვის.“

მიმდინარე წელი გახშირებული ხანძრების თვალსაზრისით, განსაკუთრებული აღმოჩნდა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანისთვისაც. ამას ადასტურებს ხანძრის კერების რაოდენობა და დამწვარი ტერიტორიების ფართობი. პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, თურქეთი, სომხეთი, კანადა- ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც სტიქიამ რამდენიმე ათასი ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ივნისში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა პორტუგალიაში, სტიქიამ აქ 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საქართველოში ხანძრების სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2001 წლიდან ითვლის. არსებული მონაცემებით ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობით 2003 წელი გამოირჩევა, ხანძრის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი 2016 წელს დაშავდა.

იხილეთ ინფოგრაფიკა.




Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 – 18 ივნისს
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით ზოგან
ძლიერი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 – 18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით ზოგან ძლიერი.

10:46 / 16.06.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო
ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციებს ამკაცრებს. აღნიშნულთან
დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ, ლია გიგაურმა, ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციებს ამკაცრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ისაუბრა.
17:15 / 15.06.2018
დღეს გურჯაანში სტიქიის შემდეგ დამტვერიანებული ცენტრალური მაგისტრალი
გადარეცხეს.
დღეს გურჯაანში სტიქიის შემდეგ დამტვერიანებული ცენტრალური მაგისტრალი გადარეცხეს.
16:49 / 15.06.2018
დღეს „კახეთი-იონის“ განახლებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა. გენერალური
დირექტორის ნარგიზ ზიბზიბაძის თქმით, აქ მოსულ პაციენტებს სასიამოვნო
გარემო დახვდებათ.
დღეს „კახეთი-იონის“ განახლებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა. გენერალური დირექტორის ნარგიზ ზიბზიბაძის თქმით, აქ მოსულ პაციენტებს სასიამოვნო გარემო დახვდებათ.
15:17 / 15.06.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სოფლის აღმნიშვნელი ორი
განსხვავებული წარწერაა. შესასვლელში შეცდომით კარდანახი აწერია,
სოფლის ბოლოს კი - კარდენახი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სოფლის აღმნიშვნელი ორი განსხვავებული წარწერაა. შესასვლელში შეცდომით კარდანახი აწერია, სოფლის ბოლოს კი - კარდენახი.
12:12 / 15.06.2018
სხვა ამბები
საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, გაცდენების ექსტერნი გამოცდების განრიგი განისაზღვრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია მე–7, მე–8, მე–9, მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეებზე.
11:42 / 14-06-2018
მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის 2018 წლის საატესტატო გამოცდები გუშინ გეოგრაფიით დაიწყო.
16:42 / 13-06-2018
2018 წელს საატესტატო გამოცდაზე გასულ მოსწავლეებს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღება 25 ივნისიდან შეუძლიათ.
16:29 / 12-06-2018
წნორში გამართულ კიკბოქსინგის კახეთის რეგიონალურ ჩემპიონატზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა ხუთი ოქროს მედალი აიღეს.
17:37 / 07-06-2018
აჭარაში ცურვის ოთხ სახეობაში ბატერფლაი, ბრასი, კროლსი და დელფინი, აჭარის ღია პირველობა ჩატარდა.
18:34 / 04-06-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.