საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღეს
გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ
განაცხადა.
მისი თქმით, ერთ თვეში კომისიამ სულ 1 604 მსჯავრდებულის საქმე
განიხილა.
"226 პირია შეწყალებული, მათ შორის 13 ქალი და 2 არასრულწლოვანია. 141
ადამიანი დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ
შეწყალებულთა შორის ერთს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მან 18 წელი
მოიხადა და რამდენიმე წელში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას,"-
განაცხადა ზვაიდ ქორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები