გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში თბილი
ამინდია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა 17-დან 22 გრადუსამდე დაფიქსირდება. უნალექო ამინდი
იქნება დასავლეთ საქართველოშიც.
ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ნისლი.
მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია მცირე თოვლი. 25-26 ოქტომბერს
უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 17-დან 22
გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი, 26
ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა 22-დან 27 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები