საზოგადოება
როგორ დაკომპლექტდება კახეთში მუნიციპალიტეტების საკრებულოები
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ცნობილია. კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.
რაც შეეხება საკრებულოებს, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტიიდან ყველაზე მეტი, 8 დეპუტატი გურჯაანის, თელავისა და ახმეტის საკრებულოებს ეყოლება, ლაგოდეხსა და ყვარელში ოპოზიცია 7 წევრითაა წარმოდგენილი, საგარეჯოსა და სიღნაღში კი - 6.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 39 დეპუტატით დაკომპლექტდება. ამათგან 24 - მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული სიით იქნება არჩეული.
#12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მადონა ჯავახიშვილის განცხადებით, ოთხპროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა.
"ამ დროის შედეგებით, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა 22-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა მიიღო მაღალი პროცენტი. სოფელ ჩალაუბანში კი "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ვალერი ბარნაბიშვილი ლიდერობს. ასევე ხმების უმრავლესობა მიიღო ამავე პარტიის კანდიდატმა სოფელ მელაანში, ვალერი ირომაშვილმა. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, „ქართული ოცნების“ გარდა, ჩვენს ოლქში ოთხპროცენტიანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა. ესენია: „ევროპული საქართველო,“ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, ჯამში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 39 წევრიდან 31 მმართველი პარტიის წარმომადგენელი ეყოლება, ხუთი - "ევროპული საქართველოდან" (2 მაჟორიტარი და სამი პროპორციული), ორი - "ნაციონალური მოძრაობიდან" და ერთიც - "პატრიოტთა ალიანსიდან"".
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატის მანდატს 4 პარტიის 31 წარმომადგენელი მიიღებს, მათგან 16 - მაჟორიტარია და 15 - პროპორციული. წინასწარი მონაცემებით პროპორციული სიით საკრებულოში ცხრა წევრი "ქართული ოცნებიდან" იქნება წარმოდგენილი, სამი - „ნაციონალური მოძრაობიდან", ორი - "ევროპული საქართველოდან" და ერთიც - "პატრიოტთა ალიანსიდან." ჯამში მმართველ გუნდს საკრებულოში ეყოლება 24 წევრი. აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარული არჩევნები ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო.

ყვარლის საარჩევნო ოლქის პროპორციულ არჩევნებში ბარიერი „ლეიბორისტულმა პარტიამაც“ გადალახა. შესაბამისად, საკრებულოს 27 დეპუტატი 5 პარტიის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა, დარჩენილი 11 კი მმართველ გუნდს წარმოადგენს. პროპორციული სიის 15 წევრიდან კი ადგილები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - ცხრა დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობა" - სამი, "ლეიბორისტული პარტია"- ერთი, ასევე თითო დეპუტატის წარდგენას შეძლებს "პატრიოტთა ალიანსი" და "ევროპული საქართველო". სულ საკრებულოში ოპოზიციურ პარტიებს 7 დეპუტატი ეყოლება.

ასევე 5 პარტიის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოც. ყვარლის მსგავსად, ბარიერის გადალახვა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ აღნიშნულ ოლქშიც შეძლო. 16 მაჟორიტარიდან მხოლოდ ერთია დამოუკიდებელი, დარჩენილი 15 კი- „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. რაც შეეხება პროპორციულ სიას, წინასწარი მონაცემებით, მმართველ პარტიას ეყოლება 8 დეპუტატი, "ნაციონალურ მოძრაობას" – სამი, "ევროპულ საქართველოს" - 2, თითო წევრი ეყოლება "პატრიოტთა ალიანსსა" და "ლეიბორისტულ პარტიას". ჯამში საკრებულოს 31 დეპუტატიდან მმართველი გუნდი 23 წევრით იქნება წარმოდგენილი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 37 დეპუტატია. 15 პროპორციული და 22 მაჟორიტარი. აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარული არჩევნები მხოლოდ ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო, რაც შეეხება პროპორციულ სიას, საკრებულოში 10 ადგილი მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ", ორ-ორ წევრს წარადგენს "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა," ხოლო "პატრიოტთა ალიანსს" ერთი დეპუტატი ეყოლება.
სიღნაღის საკრებულო 4 პარტიისგან დაკომპლექტებული 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. აქ თოთხმეტივე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მმართველმა პარტიამ მოიგო. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, 15 ადგილი საკრებულოში ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" – 9 წევრი, "ნაციონალური მოძრაობა" -4, თითო-თითო წევრი ეყოლება "ევროპულ საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსს". ჯამში ოპოზიციური პარტია აღნიშნულ საკრებულოში 6 წევრს წარადგენს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 მაჟორიტარი და 15 პროპორციული სიით წარდგენილი დეპუტატი ეყოლება. მაჟორიტარ კანდიდატებს შორის მხოლოდ ორია ოპოზიციური პარტიიდან: „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“; პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ შეძლებს წარმომადგენლობით ორგანოში 9 დეპუტატი ჰყავდეს; "ნაციონალურ მოძრაობას" 4 წევრის წარდგენის შესაძლებლობა ექნება. რაც შეეხება "ევროპულ საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსს", რომლებმაც ასევე გადალახეს ბარიერი, თითო წევრი ეყოლებათ. ჯამში მმართველი გუნდი - 27 წევრით, ხოლო ოპოზიცია, 8 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართულ ოცნებას სულ 21 დეპუტატი ეყოლება, 10 პროპორციული სიით და 11 - მაჟორიტარი. 7 ადგილი კი ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდება. "ნაციონალური მოძრაობას" ეყოლება ორი პროპორციული და ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, "პატრიოტთა ალიანსს" - ერთი მაჟორიტარი და ერთი პროპორციული სიით წარდგენილი დეპუტატი, "ევროპულ საქართველოს" კი მხოლოდ პროპორციული სიით წარგენილი ორი დეპუტატი.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პირველ სხდომას, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.