საზოგადოება
გია გერგიძის სამწლიანი მმართველობა- მოსახლეობისა და ოპოზიციის შეფასებები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება, აღნიშნულ პოსტს ის ახლადარჩეულ მერს 12 ნოემბერს გადააბარებს.
მისი სამწლიანი საქმიანობის შეფასება speqtri.ge-მ ოპოზიციას, გურჯაანელებსა და თავად გია გერგიძეს სთხოვა.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულთა უმრავლეობა მისი მმართველობის სამწლიან პერიოდში მნიშვნელოვანს ვერაფერს იხსენებს.

რას ამბობს ხალხი

ოლია ქართველიშვილი - "არ ვიცი რა გითხრათ, მე გაკეთებულს ვერაფერს ვხედავ. უკან-უკან მივდივართ, მხოლოდ ამას ვატყობ“

ნოდარ ჯავახიშვილი- "აბა რა გითხრათ რა გაკეთდა, ხალხს ისევ ისე უჭირს. იმედია, რამე შეიცვლება და ახალი მერი გაიზიარებს ხალხის ჭირ-ვარამს. ორ წელიწადნახევარი საქართველოში არ ვიყავი, ახლა ჩამოვედი და გაკეთებული ვერაფერი ვნახე, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, გზისთვის ცოტა მიუხედავთ.“

გია ჩალათაშვილი- "რა გითხრათ აბა, თქვენ თვითონ მიიხედ-მოიხედეთ რა გაკეთდა. არც არაფერი“

სიმონ ბეგაშვილი- "გია გერგიძე ჩემი ნათესავის მეგობარია. ხშირად მქონდა მასთან ურთიერთობა, ყურადღებიანი კაცია. რა გააკეთა, ვერ გეტყვით, არ ვიცი. ისე კარგი ადამიანია.“

სოსო ზირაქაშვილი- "ხალხს ისევ ისე უჭირს, აბა რა გააკეთა?! ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ რომ რამე მოეგვარებინოს.“

ოპოზიციის შეფასებები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ძველი და ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატის თემურ ბუწაშვილის თქმით, გია გერგიძის მმართველობა იმით არის გამორჩეული, რომ დაბრუნდა სიტყვა სეკვესტრი ბიუჯეტში, რომელიც 90-იან წლებთან ერთად წარსულში იყო დარჩენილი.

-„პირველად 2003 წლის შემდეგ, გურჯაანში კორუფციის ბრალდებით დაკაავეს გამგეობის თანამშრომელი, რომელიც გერგიძესთან დაახლოებული პირი იყო. რაც დამამახსოვრდა მისი მმართველობიდან, ესაა წარმატებული ბრძოლა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ და კვრცხების სროლა, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისს თავს რამდენჯერმე დაესხნენ. მისი შემოქმედების მთავარი მიღწევა იყო ნეპოტიზმი, რომელიც ნორმად იქცა ქვეყანაში. ჩინოვნიკების მეუღლეების უმრავლესობა იკავებს ბაღის მენეჯერების, სამსახურის უფროსებისა და დირექტორების პოსტებს. ის სრულ იგნორირებას უკეთებდა საკრებულოს გადაწყვეტილებას და ერთპიროვნულად მოქმედებდა. მან ვერ გამოავლინა მენეჯერული თვისებები. რაც მას ახასიათებდა ეს იყო მონური მორჩილება მმართველი პარტიის მიმართ. დანამდვილებით ვიცით, რომ მის გათავისუფლებას რამდენჯერმე აპირებდნენ. ის ბევრად უფრო მდიდარი მიდის ამ თანამდებობიდან, ვიდრე მანამდე იყო. ხალხი რჩება უფრო ღარიბი, ვიდრე მის მოსვლამდე. მან ვერანაირი პოზიტიური ცვლილება ვერ მოახდინა მუნიციპალიტეტში, ერთადერთი, რაც მისი ნამოქმედარიდან პოზიტიურად მახსენდება, ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფი ზოლის აღებაა.“

გერგიძის მმართველობის პერიოდში ბევრად უფრო მეტი გაკეთებული საქმე ახსენდება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ კობა კუპრაშვილს.

-„ბევრი ინფრასტრუქტურული პროეტი განხორციელდა, გზები, წყალი, ჭაბურღილები, რაც ნამდვილად მისასალმებელია. საგრძნობლად გაუმჯობესდა წყალმომარაგება. ნეგატიურ მხარეს რაც შეეხება, სოციალური საკითხი ისევ პრობლემად დარჩა. ყოველთვის ვამბობ, გამგებელს არაფერი შეუძლია, თუ არ შეიცვალა პოლიტიკური სისტემა. თუ გლობალურად არ გადაიჭრა მთავრი პრობლემება, მისი მოგვარება ადგილობრივ დონეზე რთულია. ცალკე აღებული პიროვნება ვერაფერს იზამს, გინდ გერგიძე იყოს, გინდ ხანდამავილი და გინდ სხვა.”

გია გერგიძის სამწლიან მუშაობას უარყოფითად აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ძველი და ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ვალერ ბარნაბიშვილი.

„ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლებში იმის მიხედვით კეთდებოდა, თუ რომელ მაჟორიტარ დეპუტატს რა გავლენა ჰქონდა და ვინ მფარველობდა. იმედია, ახლაც ასე არ იქნება. გამგეობა და საკრებულო გერგიძემ „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივისტების თავსშესაფრად გადააქცია. თუკი ვინმე მათი მხარდამჭერი იყო და დროშა უფრიალებია, ყველა ა.ა.ი.პ- ებში დასაქმდა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს, რამდენიმე ინიციატივა მქონდა, მათ შორის ერთ-ერთი ა.ა.ი.პ-ების ოპტიმიტიმიზაცია და რეორგანზიაცია, რაც გამგებელმა არ გაითვალისწინა. სამწლიან პერიდოში სიკეთეც გაკეთდა, მაგრამ გერგიძე მთლად თავის თავზე ნუ აიღებს ამას. მაგალითად, ჩემს სოფელში (ჩალაუბანში) შიდა სასოფლო გზა მოასფალტდა, რაც ძალიან კარგია, ამაში მე, როგორც სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს წვლილი მიმიძღვის. ანალიზი რომ გავაკეთოთ, გერგიძის მოღვაწეობას არადამაკმაყოფილებლად ვაფასებ.“

რას ამბობს გია გერგიძე

speqtri.ge-მ მუშაობის სამწლიანი პერიოდის შეფასება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს სთხოვა. ის თავიდან ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთვის ვეღარ მოიცალა.

ცნობისთვის, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მისი მმართველობის დროს გურჯაანი მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ყველაზე ხმაურიანი კი მაინც ერთკვირიანი ე.წ. „კვერცხების აქცია“ იყო.

რაც შეეხება, თავად ჟურნალისტებთან ურთიერთობას, speqtri.ge-ს მაგალითზე რომ განვიხილოთ, გია გერგიძე აქტიურობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ხშირ შემთხვევაში, უშუალოდ მასთან დაკავშირებულ საკითხზე, პრესასთან გამოჩენას ერიდებოდა და კომენტარს მის ნაცვლად პრესსამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
15:35 / 22.01.2018
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს.
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს.
15:20 / 22.01.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში
უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +13, +18 იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18 იქნება.
12:12 / 22.01.2018
დეპარტამენტი სხვადასხვა სახის ძალადობის დანაშაულის ფაქტებზე
მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების
მონიტორინგს განახორციელებს.
დეპარტამენტი სხვადასხვა სახის ძალადობის დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს.
14:29 / 19.01.2018
21- დან 28 იანვრის ჩათვლით, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში
აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.
21- დან 28 იანვრის ჩათვლით, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.
11:59 / 19.01.2018
სხვა ამბები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ყველაწმინდას (ღვთისმშობლის) მიძინების ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
14:59 / 18-01-2018
ზამთრის არდადეგები დასრულდა და დღეს საჯარო სკოლებში სწავლა გაგრძელდა.
11:37 / 15-01-2018
ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტებში ცვლილებები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
16:10 / 05-01-2018
2018 წლის მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის შეტანის უფლება ექნება.
13:25 / 04-01-2018
მიიწურა, ჩამოიმარცვლა კიდევ ერთი- 2017 წელი თავისი საწუხარით, სინანულით, ზოგჯერ სიხარულის ყიჟინით, უკეთესის მოლოდინში გაკერპებული ნატვრით.
13:11 / 30-12-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.