საზოგადოება
გია გერგიძე- მე და ჩემმა გუნდმა მაქსიმუმი გავაკეთეთ
speqtri.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით- „გია გერგიძის სამწლიანი მმართველობა- მოსახლეობისა და ოპოზიციის შეფასებები“,- გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა და საპასუხო კომენტარი გააკეთა.
ამის შესაძლებლობა მას სტატიის მომზადების პროცესშივე ჰქონდა, თუმცა მაშინ ჩვენთვის ვერ მოიცალა.
როგორც გერგიძე ამბობს, მისი მმართველობის სამწლიან პერიოდში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რითიც კმაყოფილია.

“ვთვლი, რომ მე და ჩემმა გუნდმა მაქსიმუმი გავაკეთეთ. ყველა სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტები უკეთესეობისკენ წავიყვანეთ, წყალმომარაგებაც გამოვასწორეთ და გზებიც. თუ ვინმეს გაკეთებული საქმე აინტერესებს, შეუძლია შევიდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ-გვერდზე და იქ ნახავს ინფორმაციას. მხოლოდ შენიშვნებს გამოთქვამს ოპოზიცია, ბუწაშვილები, ბარნაბიშვილები და სხვები, არ იციან, რომ ბიუჯეტის სეკვესტრს გერგიძე ვერ გააკეთებს. რაღაცეებში თუ ვერ ერკვევიან, კარგად გაეცნონ და მე ნუ მაბრალებენ ყველაფერს. ნახონ რა გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და რა გაკეთდა ახლა. თუ ვინმეს ჩემთან რამე პრეტენზია აქვს, შეუძლია მოვიდეს და პირადად მითხრას. გამგებელი არ არის ვალდებული, არც უფლებამოსილი და არც კომპეტენტური, რომ ან პენსია გაზარდოს და ან სოციალური დახმარება. ასეთ გადაწყვეტილებებს მთავრობა იღებს. გამგებელი უშუალოდ აგვარებს მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და ახორციელებს იმ სოციალურ პროგრამას, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მოსაგვარებელიც კიდევ ძალიან ბევრია, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის, ხვალ და ზეგ უკეთესი იქნება.“

გია გერგიძემ ოპოზიციის იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში ნეპოტიზმსა და ა.ა.ი.პ.-ებში „გაბერილ შტატებს“ ეხებოდა.

„ააიპებში დასაქმებულთა რიცხვი ჩემი მოსვლის შემდეგ არ გაზრდილა. საერთოდაც, ეს ორგანზაციები მათ დროს შეიქმნა. ძალიან ძნელია ასე უცებ შტატების შემცირება და ხალხისს გაყრა სამსახურიდან იმ სოციალურ ფონზე, რაც დღეს საქართველოშია. 60-80% ისევ „ნაციოანლების“ დროს დასაქმებულები მუშაობენ. თუ რაღაც გარკვეული რაოდენობა შეიცვალა ცოდნისა და პროფესიონალიზმის მიხედვით, ეს სადავო არ არის. რაც შეეხება, ბრალდებას ნეპოტიზმთან დაკავშირებით, გურჯაანი პატარა ქალაქია. 40 -მდე საბაშვო ბაღია, რომელიღაც მენეჯერი შეიძლება ვიღაც თანამდებობის პირის ცოლი იყოს, ან ბიძაშვილი. ამერიკა და რუსეთი არ არის, ეს პატარა ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას ნათესავია. ოპოზიციის ბრალდებები თითიდან გამოწოვილი თემაა.“

რატომ არ გამოუცხადა მმართველმა პარტიამ ნდობა ხელმეორედ გია გერგიძეს და რატომ არ წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად?- ამ კითხვაზე გია გერგიძეს შემდეგი პასუხი აქვს-

„ალბათ იმიტომ, რომ ახალაგაზრდებს უფრო მეტი ენერგია აქვთ. აჩიკო (გურჯაანის ახლადარჩეული მერი) ჩემზე ბევრად უფრო პატარაა. ვფქრობ, ამ სამ წელიწადში რაც შემეძლო, მაქსიმალურად გავაკეთე. ეს პერიოდი ჩემს ქალაქსა და სამშობლოს მივუძღვენი, 60 წელს გადავცილდი, ჯობია დავუბრუნდე ჩემს ბიზნესს და იქიდან ვემსახურო ხალხს.“-ამბობს ის.

ცნობისთვის, გია გერგიძეს უფლებამოსილების ვადა 12 ნოემბერს ეწურება. გურჯაანის ახლადარჩეული მერი არჩილ ხანდამაშვილი მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა
დაიწყო და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
14:31 / 13.08.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს
გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
11:28 / 13.08.2018
ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერზე, 6 კაციანი ჯგუფია ჩარჩენილი, ისინი
ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვერ ახერხებენ.
ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერზე, 6 კაციანი ჯგუფია ჩარჩენილი, ისინი ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვერ ახერხებენ.
15:57 / 11.08.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.
ვაკანტურია შემდეგი პოზიციები :
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანტურია შემდეგი პოზიციები :
13:38 / 11.08.2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო, მდინარე „ნინოსხევი“
ადიდდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო, მდინარე „ნინოსხევი“ ადიდდა.
12:59 / 11.08.2018
სხვა ამბები
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.
16:00 / 10-08-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი განისაზღვრა.
18:02 / 30-07-2018
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
13:43 / 27-07-2018
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.
12:41 / 26-07-2018
ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი 84 წლის გივი ტაბახმელაშვილი უკვე რამდენიმე წელია გურჯაანის თოჯინების თეატრში მოღვაწეობს. ამჟამად ის სამხატვრო ხელმძღვანელია.
12:22 / 16-07-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2018 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.