შესაძლოა გურჯაანში რეგიონული ფონდიდან 19 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდში მომავალ წელს განსახორციელებელი 19 პროექტი
გადააგაზავნა.
-„პრიორიტეტული მიმართულებებია გზის მოასფალტება გურჯაანსა და
მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე ორი ჭაბურღილის მოწყობა სოფელ
ველისციხეში, თითო კი - კოლაგსა და გურჯაანში. ხარჯთაღრიცხვის
შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებულებიც უკვე გამოვლინდნენ.
იანვრის ბოლოს გვექნება პროექტები.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან
გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ
შავკაციშვილმა.
თუ რომელი პროექტები დაფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან, ეს 2018 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები