საზოგადოება
გურჯაანში სილამაზის სალონების შემოწმება დაიწყო
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა სალონების შემოწმება დაიწყო. პროცესი  c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ვირუსის პრევენციას ისახავს მიზნად.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი პროფილაქტიკოსის ეკა ბურდიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე რამდენიმე სალონი უკვე შემოწმდა და ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადაც მიეცათ.
„იარაღების სტერილიზაცია და ხელთათმანების გამოყენება, თეთრეულის ცვლისა და რეცხვის რეგულირება, - ეს ის წესებია, რომელიც სტილისტებთან ერთად კოსმეტოლოგებმაც უნდა დაიცვან, ანუ დეზინფექცია და სტერილიზაცია. კონტროლის შემდეგ თითოეულ პროვაიდერს ეძლევა გონივრული ვადა არსებული დარღვევების გამოსავლენად. იმ შემთხდვევაში კი, თუ რომელიმე მათგანი სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს არ დაიცავს, დაჯარიმდება. “

სილამაზის სალონი „ნიმა“, ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც გუშინ შემოწმდა. სტილისტის ირმა ნადაშვილის განმარტებით, მათ სალონში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
„შეამოწმეს სასტერილიზაციო ხსნარები და ჰიგიენური ნორმები. ყველაფერი წესრიგშია. ერთადერთი რაც გვითხრეს ხელსაბანთან უნდა გავაკეთოთ კაფელი და ამასაც გამოვასწორებთ. “

ეკა ბურდიაშვილის განმარტებით, რეგისტრაციის გარეშე მუშაობის შემთხვევაში ფიზიკური პირები 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 1000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, თუ დარღვეული იქნება ინფექციური კონტროლი და სტერილიზაცია, ან დარღვევები იქნება სანიტარულ ჰიგიენური კუთხით, ასეთ შემთხვევაში მიკრო ბიზნეს მეწარმე ჯარიმდება 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით. განმეორებითი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თანხა ორმაგდება.



Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში
გადაიყვანა - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
14:46 / 19.10.2018
საქართველოს  თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე
პროგრამას ოფიციალურად იწყებს. დღეს, პროგრამის მონაწილე
რეზერვისტებმა თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ბაზაზე სამხედრო
ფიცი დადეს.
საქართველოს  თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას ოფიციალურად იწყებს. დღეს, პროგრამის მონაწილე რეზერვისტებმა თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ბაზაზე სამხედრო ფიცი დადეს.
14:35 / 19.10.2018
2019 წელს გურჯაანში უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება.
როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა
განაცხადა, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) მიერ
დაფინანსდება.
2019 წელს გურჯაანში უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) მიერ დაფინანსდება.
12:40 / 19.10.2018
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოდან მოტაცებული გოგონას ოჯახი
დამნაშავის დასჯას ითხოვს- ამის შესახებ speqtri.ge-ს გოგონას ბიძამ
ქაზანფარ მამედოვმა განუცხადა.
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოდან მოტაცებული გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს- ამის შესახებ speqtri.ge-ს გოგონას ბიძამ ქაზანფარ მამედოვმა განუცხადა.
15:42 / 18.10.2018
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის
სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. გატარებული ინტენსიური
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჯანდარაში იპოვეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს.
11:55 / 18.10.2018
სხვა ამბები
კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს.
17:11 / 19-10-2018
კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს.
17:11 / 19-10-2018
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა გურჯაანში ის პედაგოგები შეარჩია, რომლებიც საჯარო სკოლებში დებატკლუბებს უხელმძღვანელებენ.
17:07 / 19-10-2018
ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში განაცხადა.
15:47 / 19-10-2018
ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აბაშაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
15:43 / 19-10-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.