„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი პირველი მაისიდან კიდევ უფრო
გამკაცრდება. სიგარეტს მოწევა შემდეგ ადგილებში იკრძალება:
-ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი,
სახურავი ან ჭერი;
-საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერის);
-საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო
დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების,
მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18
წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების
შენობა-ნაგებობებში;
-სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და
მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
-ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების,
აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში
არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.
ამავე კანონის მიხედვით, სიგარეტის მოწევა დასაშვებია:
-ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას;
-თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ
დანადგარში;
-პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს
შესაბამისი მინისტრი;
-წინასწარი დაკავების იზოლატორში;
-კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ
სიგარაბარში;
-სამორინეში;
-აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ
ოთახში;
"თამბაქოს შესახებ კანონი" პარლამენტმა მესამე მოსმენით გასულ წელს
მიიღო. სიგარეტის მოწევა 2020 წლიდან სტადიონზეც აიკრძალება.
კანონის დარღვევისთვის დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდება,
განმეორების შემთხვევაში კი1000 ლარით.
მასალის გამოყენების პირობები