დღეს, ქალაქ გურჯაანში, ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში, 48 ცალი
დახურული ტიპის ნაგვის კონტეინერის განთავსება დაიწყო.
11 კონტეინერის შესაძენად 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 800
ლარი დაიხარჯა, 37 კონტეინერი კი მუნიციპალიტეტს მსოფლიო ბანკმა
საჩუქრად გადასცა.
-„ეს მსოფლიო ბანკისა და მუნიციციპალიტეტის ერთობლივი პროგრამაა. სულ
48 ურნა შევიძინეთ და ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში განთავსდება.
განაწილება დღეს დილით დაიწყო და ალბათ დღის ბოლომდე დასრულება."-
აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ შავკაციშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია კონტეინერების შეძენას მიმდინარე
წელსაც გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 200 000 ლარია
გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები