საზოგადოება
129 წელი ჩარლი ჩაპლინის დაბადებიდან
ინგლისელ კომედიური მსახიობსა და რეჟისორს ჩარლი სპენსერ ჩაპლინს დღეს 129 წელი შეუსრულდებოდა. ის 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთში, ლონდონში დაიბადა.


მშობლები-მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა-ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ. დედა სცენაზე ლილი ჰარლის სახელით გამოდიოდა . სწორედ მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე. ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ.

ჩარლი სცენაზე პირველად 1894 წელს, 5 წლის ასაკში ავიდა, როცა დედამისს სიმღერის დროს მოულოდნელად ხმა წაერთვა. მისმა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმოდგენა ჩავარდნისაგან იხსნა. ის ცეკვავდა ბავშვთა ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს უკვე “მუდმივი” სამსახურიც იშოვნა, მუშაობა დაიწყო მსახიობად და მიიღო როლი სპექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი”. ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა, ეს სამსახურიც არ დაეკარგა, რადგან გამართულად კითხვაც კი არ შეეძლო. როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა.

1908 წლიდან დაიწყო ჩარლის სამსახიობო კარიერა - მან მსახიობის როლი მიიღო ფრედ კარნოს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში გაემგზავრა ამერიკის ტურნეში. ჩარლით დაინტერესდა მაკ სენეტი. ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში, "კისტოუნში" გადასაღებად. ჩარლის პირველი ფილმი იყო "ცხოვრების სახსარი". მალევე მან თავი დაანება "კისტოუნს" და გადავიდა "ესენეის სტუდიაში".

1921 წელს მოაწყო ევროტური. მეორე ტური ევროპაში 1931 წელს დაიწყო პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”). ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times”1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, მანამდე ის მეგობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა…ჩაპლინის პირველი ხმოვანი ფილმია “The Great Dictator”, რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია, სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …1952 წელს ჩაპლინმა შექმნა ფილმი “Limelight”… ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე…

ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი (1928), 1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის". მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჟელესშიარ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე. 1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის.

1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი „ჩაპლინი“ (გადაღებული 1992 წელს).ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს, თავის სახლში, ვევეში.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 – დან 23 ივლისამდე
საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია
შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 – დან 23 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
18:02 / 19.07.2018
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“ იაპონიის სოციალური განვითარების
ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ყვარელში ახალგაზრდული სკვერის
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“ იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ყვარელში ახალგაზრდული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
16:22 / 19.07.2018
თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი
გაიხსნა.
თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი გაიხსნა.
16:00 / 19.07.2018
უახლოეს პერიოდში გურჯაანში ორ ადგილას შუქნიშანი დამონტაჟდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით,
კონსტრუქცია თბილისიდან უკვე ჩამოიტანეს.
უახლოეს პერიოდში გურჯაანში ორ ადგილას შუქნიშანი დამონტაჟდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, კონსტრუქცია თბილისიდან უკვე ჩამოიტანეს.
16:18 / 18.07.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან მისასვლელი სათადარიგო გზის
რეაბილიტაცია იგეგმება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან მისასვლელი სათადარიგო გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
16:19 / 17.07.2018
სხვა ამბები
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პანკისის ხეობაში ადგილობრივებს რაგბის ბურთები, ფორმები და ინვენტარი ჩაუტანეს.
12:38 / 09-07-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესიის გამოცდაზე, აბიტურიენტების 4%–ზე მეტი არ გამოცხადდა.
12:02 / 02-07-2018
გურჯაანის პირველ საბავშვო ბაგა-ბაღში ორი ივლისიდან ფუნქციონირებას ე.წ საზაფხულო ჯგუფები დაიწყებს.
10:57 / 27-06-2018
თუ ბინის ქირაობა გადაწყვიტეთ და არ გაქვთ საკმარისი დრო და რესურსი DGIURAD.GE დაგეხმარებათ გაიმარტივოთ ძიების პროცესი და რამდენიმე წუთში შეარჩიოთ სასურველი სახლი.
15:35 / 26-06-2018
როცა ფული გჭირდებათ, პირველ რიგში ეძებთ შესაძლო მსესხებელ კომპანიებსა თუ ახლობლებს, რომელთაგანაც ისესხებთ საჭირო თანხას. კარგავთ უამრავ დროს იმის ფიქრში თუ ვისგან ან როგორ ისესხოთ თანხა და შემდეგ როგორ დააბრუნებთ ნასესხებ ფულს.
11:00 / 26-06-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.