საზოგადოება
"პურთა პური“ - სოციალური საწარმო გურჯაანში, სადაც მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან
გურჯაანში, ფურცელაძის ქუჩაზე, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო „პურთა პური“ გაიხსნა.
საცხობში ძირითადად მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან. აქ გამომცხვარი პური, თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანში, შემდეგ კი მთელი კახეთის მასშტაბით გაიყიდება.

საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ სიბაშვილს ეკუთვნის.

-„საწარმო გაიხსნა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენი საწარმო ითვალისწინებს მარტოხელა მშობლების დასაქმებას. ამის გარდა, გვინდა, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივაწოდოთ კახეთის მხარეს. პირველ ეტაპზე გურჯაანიდან დავიწყებთ, შემდეგ კი თუ დაფინანსება გვექნება, წარმოებას გავაფართოებთ. ჩვენი მიზანი არა ბიზნესის განვითარება, არამედ მარტხოელა მშობლების მხარდაჭერაა.“- აღნიშნა თამარ სიბაშვილმა.

საწარმოს გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

-„გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი სოციალური საწარმოს შექმნა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უნდა მივირთვათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საწარმოს ბევრი მომხმარებელი ეყოლება.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

პროექტი 4080 ლარით დაფინანსდა, რომლითაც ის ძირითადი ინვენტარი შეიძინეს, რაც ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ და ევროკავშირი, მათ შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებისა და პროექტის „ჯანდაცვის, განათლებისა და განვითარების, შესაძლებლობების გაუმჯობესება, მოწყვლადი დედებსა და ბავშვებისთვის“ ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი "მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქციას
აქციას "ღამე მუზეუმში" წელს თელავის ისტორიული მუზეუმიც შეუერთდება. თელავის მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები ღია ამფითეატრში დღეს,  21:00 საათიდან დაიწყება.
15:30 / 19.05.2018
გუშინ გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, ეროვნული სამოსის დღე
აღნიშნეს.
გუშინ გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს.
14:34 / 19.05.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მემაკავებელი
ორდერის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
17:48 / 18.05.2018
დღეს სოფელ კაჭრეთში, „სამედიცინო კორპარაცია ევექსისის“ ექიმებმა
მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.
დღეს სოფელ კაჭრეთში, „სამედიცინო კორპარაცია ევექსისის“ ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.
17:39 / 18.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო უბნის ინსპექტორების პოზიციაზე მოქალაქეთა
მისაღებად ღია კონკურისის გამოცხადებს გეგმავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უბნის ინსპექტორების პოზიციაზე მოქალაქეთა მისაღებად ღია კონკურისის გამოცხადებს გეგმავს.
16:37 / 18.05.2018
სხვა ამბები
რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ორთაბრძოლაში, გურჯაანელმა სპორტსმენებმა სამი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
13:06 / 16-05-2018
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, რომლის მიხედვითაც, სოფლის სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება.
12:49 / 14-05-2018
23-24-25 მაისს,  სიღნაღის თეატრში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის კვირეულის ფარგლებში, "საბავშვო თეატრალური ფესტივალი ქიზიყი-2018“ გაიმართება.
11:50 / 14-05-2018
გურჯაანის მინი სტადიონზე სასკოლო სპარტაკიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
14:13 / 12-05-2018
2018-2019 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში გაკევთილების ხანგრძლივობა კლასების მიხედვით სხვადასხვა იქნება.
13:10 / 12-05-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2018 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.