გურჯაანის მერიამ კიდევ 5 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.
ვაკანტურია შემდეგი ადგილები:-ინფრასტრუქტურის, სივრცითი
მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურის
განყოფილების უფროსი; ადმინისტრაციული სამსახურის საქწმისწარმოების
განყოფილების უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის
სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
მშენებლობის საკითხებში; იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და
ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი
სპეციალისტი; მერის წარმომადგენლი სოფელ ჩუმლაყისა და სოფელ ყიტაანის
ადმინისტრაციულ ერთეულებში;
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა კონკურსი. ამ
ეტაპისთვის საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე
მიმდინარეობს აპლიკაციების ატვირთვა, რომელიც 25 ივნისამდე
გაგრძელდება. “ - აღნიშნა მერიის ადამიანური რესურსების მართვის
განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ხატია ზაკალაშვილმა.
მისივე თქმით, ღია კონკურსის წესით უკვე გამოვლინდნენ მერის
წარმომადგენლები ზემო კაჭრეთში, ჩალაუბანსა და ნანიანში. აღნიშნულ
თანამდებობებზე დაინიშნენ: სოფელ ზემო კაჭრეთში - გიორგი
არუთინაშვილი; სოფელ ჩალაუბანში - ალუდი კაპანაძე, ხოლო სოფელ
ნანიანში- გიორგი გოგინაშვილი. ისინი მოვალეობის შესრულებას უკვე
შეუდგნენ.
მასალის გამოყენების პირობები