გარკვეული კატეგორიის პირებს, მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან
ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების
მიხედვით მოუწევთ.
გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო
წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის
დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის
მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების
არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000
ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის
ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.
მასალის გამოყენების პირობები