საზოგადოება
ევროკავშირის დახმარება კახეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ახალშობილებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მცხოვრები 27 წლის ფატო იმედაშვილის დილა ადრიანად იწყება, საქმე ბევრია... 5 შვილი ჰყავს, ერთი სკოლაში უნდა გააცილოს, ორი - ბაღში. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი შვიდი თვის ჰამზაა. შვილების გაზრდაში დედამთილი ეხმარება.
როდესაც მეხუთე შვილი შეეძინა, "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა", ევროკავშირის დაფინანსებით, სასაჩუქრე ნაკრები გადასცა. ფატოს თქმით, რომ არა ამ ორგანიზაციის დახმარება, თავისი პატარასთვის ხარისხიანი ნივთების შეძენას ვერ შეძლებდა.


- „ამ პროექტის შესახებ არაფერი ვიცოდი, ზაფხულში გავიგე, ბავშვი რომ შემეძინა მაშინ. დამირეკეს, რომ ჩემთვის სასაჩუქრე ნაკრები ჰქონდათ გადმოსაცემი, მოუთმენლად ველოდი, როდის მოვიდოდნენ ჩემამდე. თავადაც გავვოცდი, იმდენი რამ მომიტანეს. ყველაფერი გამოვიყენე. მე და ჩემი შვილები ერთად ვათვალიერებდით ამ საჩუქრებს. ჩვენს დროში ძალიან რთულია ბავშვს ის ხარისხიანი ნივთები უყიდო, რაც მომიტანეს. ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს". ასევე დავესწარი ამ ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ტრენინგს, სადაც პედიატრებმა ბევრი რამ გვასწავლეს ბავშვთა აღზრდის შესახებ. ოთხი შვილი გავზარდე და მეგონა ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ამ ტრენინგის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ იყო, არაერთი სიახლე გავიგე. მაგალითად, მანამდე ვიცოდი, რომ დამწვრობის დროს პირველად მალამო უნდა გამომეყენებინა, ახლა კი ამიხსნეს, რომ პირველ რიგში ცივი წყალია საჭირო,“- ამბობს ფატო.

20 წლის მარხა ქავთარაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანში ცხოვრობს. მას ხუთი თვის შვილი ჰყავს. სანამ პატარა შეეძინებოდა, ჭრა-კერვა "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის" მიერ დაარსებულ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში დედასთან და დეიდასთან ერთად ისწავლა, აქვე გაიარა ექთნის კურსებიც. ახლა თავის პატარას საჭირო ნივთებს თავადვე უკერავს. მარხას რჩევით, დუისის ცენტრში პროფესიული განათლება მისმა მეზობლებმაც მიიღეს.

მარხას სახლში შესულები ყვავილების მრავალფეროვნებამ გაგვაოცა. პატარა ორანჟერეა მისმა დედამთილმა მოაწყო, მოვლაში მონაწილეობას თავად მარხაც იღებს.

-„კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის" შესახებ ხეობაში თითქმის ყველამ იცის, ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ. თავიდან მათ ცენტრში დავდიოდი, სანამ პატარა მეყოლებოდა, აქ ვისწავლე ჭრა-კერვა, მერე ექთნის კურსიც გავიარე. პატარა რომ შემეძინა, მოვიდნენ და საჩუქრები მომიტანეს. ყველაზე ძალიან გამახარა კალათამ, რომელსაც ხშირად ვიყენებ, შემიძლია პატარა ჩავაწვინო გარეთ გაყვანისასაც და სახლშიც. აქამდე საშუალება არ მომეცა საწოლი მეყიდა და ამიტომ ამ ჩანთაში ვაძინებ. ამდენი კომფორტული ნივთების შეძენა ჩვენ არ შეგვეძლო. ასევე დავესწარი ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგს. პედიატრისგან ბევრი რჩევა მივიღე, ზოგიერთ რამეს ვინიშნავდი კიდეც. ვისწავლე, როგორ უნდა გავიგო, როდის სტკივა ყურები პატარას, რის გამო შეიძლება წუხდეს. ვფიქრობ, როცა ბავშვს გავზრდი, თუ შესაძლებლობა მომეცემა, დუისის საგანმანათლებლო ცენტრში მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ და მუშაობას დავიწყებ, “ - ამბობს მარხა.


„ჯანდაცვისა და განათლების განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესება სოციალურად დაუცველი დედებისა და ბავშვებისათვის“- ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ფატოსა და მარხას პატარებს სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ. პროექტი "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა" ევროკაშირის დაფინანსებით განახორციელა. 2018 წელს ახმეტის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტში ეს დახმარება სულ 60-მა ბენეფიციარმა მიიღო.

-„აღნიშნულ პროექტს ევროკავშირი 2016 წლიდან აფინანსებს. პარტნიორი ორგანიზაციები არიან "ინოვაციების და რეფორმების ცენტრი" და "ევროპის სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი". ამ პროექტის ძირითადი მიზანი ქალებისა და ბავშვების დახმარებაა. სამოცი სასაჩუქრე პაკეტი გავეცით, ორიღა დაგვრჩა თელავში გადასაცემი. ამ წელში მარაგი ამით ამოიწურა, მომავალ წელს ეს პროექტი კვლავ გრძელდება და ისევ გაიცემა 60 სასაჩუქრე პაკეტი. ამ დახმარების მიღების პირველი კრიტერიუმია ის, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველი უნდა იყოს, ზოგს შეიძლება მოხსნილი ჰქონდეს სტატუსი, მაგრამ მისი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც ისარგებლოს ამ შეღავათით, “- აღნიშნა "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის" დირექტორმა თამარ ბექაურმა.


მისივე თქმით, სასაჩუქრე პაკეტების გარდა, ევროკავშირმა დააფინანსა ტრენინგები, სადაც დედებმა პატარების სწორად მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

-„ტრენინგები ჩატარდა, როგორც დედებისთვის, ასევე მომავალი დედებისთვისაც. პარტნიორმა ორგანიზაციამ შეარჩია კარგი პედიატრები და სწორედ მათ ჩაატარეს აღნიშნული შეხვედრები. ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ უნდა კვებოს ბავშვი, რა ასაკში უნდა მიიყვანოს აცრაზე და ა.შ. იგებენ იმ ინფორმაციას თუ რა სჭირდება 0-დან ექვს წლამდე ასაკის ბავშვს. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პედიატრებთან კონსულტაციისთვის ბავშვებიც მოეყვანათ. ტრენინგები მიმდინარე წელს 150 ქალმა გაიარა. მსგავსი აქტივობა 2019 წელსაც გაგრძელდება. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა ასევე სამი საგრანტო პროექტი, გურჯაანში - „ბავშვთა ნევროლოგიური მომსახურების ეფექტური სამედიცინო სერვისების დანერგვა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა“, თელავში - „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ და მესამე ახმეტაში „ექიმები და უფლებადამცველები ქალთა და გოგონათა სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის". მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩამოყალიბდა ორი სასწავლო ცენტრი სოფელ დუისში და ჯოყოლოში. აქ სწავლა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ, გვაქვს როგორც პროფესიული ისე საგანმანათლებლო პროგრამები. სასწავლო ცენტრში უფასოდ მზადდებიან აბიტურიენტები. წელს ჩვენმა 31-მა კურსდამთავრებულმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში და ორმა ასპროცენტიანი გრანტი მიიღო. ძალიან ამაყები ვართ, იმიტომ, რომ ეს ბავშვები ჩვენ გადავამზადეთ,“- აღნიშნა თამარ ბექაურმა.

"კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი" რეგიონში მცხოვრებ ყველა ქალს საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის კონსულტაციასაც სთავაზობს. ორგანიზაცია მზად არის დაინტერესებულ პირებს დახმარება გაუწიოს. შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 599 96 71 79, ან მისწეროთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

Kakheti-Regional-Development-Foundation-KRDF


მთავარ ფოტოზე: ფატო იმედაშვილი


სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16 დეკემბერს თელავში გამართულ საპროტესტო აქციას, „ნაციონალური
მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციაც შეუერთდება. თავმჯდომარის
თემურ ბუწაშვილის თქმით, აქცია ინაუგურაციის პარალელურად დაიწყება.
16 დეკემბერს თელავში გამართულ საპროტესტო აქციას, „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციაც შეუერთდება. თავმჯდომარის თემურ ბუწაშვილის თქმით, აქცია ინაუგურაციის პარალელურად დაიწყება.
17:12 / 14.12.2018
უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო
სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების
თითქმის მთლიანი გეგმა უკვე შესრულებულია.
უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების თითქმის მთლიანი გეგმა უკვე შესრულებულია.
15:13 / 14.12.2018
თელავში ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ჩავიდნენ. ბასა და
თამარ ფოცხიშვილები ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე
მიმდინარე სამუშაოებს ეცნობიან.
თელავში ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ჩავიდნენ. ბასა და თამარ ფოცხიშვილები ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობიან.
13:40 / 14.12.2018
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, 91 ხმით, 2019 წლის ქვეყნის
ძირითადი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა, ბიუჯეტის პროექტის
წინააღმდეგ ხმა 9 დეპუტატმა მისცა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, 91 ხმით, 2019 წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა, ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 9 დეპუტატმა მისცა.
17:04 / 13.12.2018
16 დეკემბერს თელავში დაანონსებულ აქციაზე „ევროპული საქართველო“
მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გნაცხადა. მისი
თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის
გამოხატვის სრული უფლება.
16 დეკემბერს თელავში დაანონსებულ აქციაზე „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გნაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება.
15:21 / 13.12.2018
სხვა ამბები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 508,500,0 ლარით განისაზღვრა.
13:35 / 13-12-2018
გურჯაანის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ წიგნადი ფონდი განაახლა. ამ ეტაპზე 371 წიგნი - ძირითადად მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა შეიძინეს.
13:38 / 12-12-2018
ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა,რომელიც ხასიათდება უხვი თეთრი ან ნაცრისფერი არასასიამოვნო სუნის გამონადენით .ამ დროს არ აღინიშნება საშოს ლორწოვანი გარსის ანთება.ბაქტერიული ვაგინოზის დროს ზიანდება საშოს მიკროფლორა,რომლის 90%-ს შეადგენს ლაქტობაქტერიები(დედერლეინის ჩხირები).
10:56 / 11-12-2018
ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს – “გაცოცხლებული სურათები” აცხადებს.
14:08 / 03-12-2018
სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
17:03 / 30-11-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.