გუშინ საღამოს მოსულმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ
ველისციხეში დაახლოებით 50 ჰექტარი დააზიანა.
როგორც მერის რწმუნებულმა სოფელ ველისციხეში ამირან ალთუნაშვილმა
განაცხადა, დაზიანება დაახლოებით 15-20 პროცენტია.
„ვენახები ალაგ - ალაგ არის ვაზისუბნის მხარეზე დასეტყვილი, ალბათ
15-20 პროცენტი იქნება დაზიანება. საგანგაშო არაფერია. ზოგიერთ
ნაკვეთებში ზოლზეა გადავლილი სეტყვა. დაახლოებით 50 ჰექტარი იქნება
დასეტყვილი. “
მისივე თქმით, იმისთვის, რომ დასეტყვილი ყურძენი უფრო მეტად არ
გაფუჭდეს, მოსახლეობამ ვენახების შეწამლვა უკვე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები